Monday, March 31, 2014

პეიზაჟების ფოტოგრაფია: ძირითადი შეცდომები

პანორამების ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ვერ ვიტყვი, რომ ამ ჟანრში ჭიპი მაქვს მოჭრილი, მაგრამ ჩემი ფოტოების უმეტესობა სწორედ პეიზაჟებია. დროთა განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე და ძირითადად საკუთარი შეცდომების ხარჯზე. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი.

Thursday, March 20, 2014

როგორ გადავიღე სურათი #5

Paris_mockup
Champs-Élysées, გადაღებული ტრიუმფალური თაღის სახურავიდან
თქვენც თუ ჩემსავით ლინზების (ბოდიშიდა) ჭია ბრძანდებით, აუცილებლად შეამჩნევდით უცნაური ფორმისა და აგებულების ლინზებს, რომელსაც Tilt-Shift ჰქვია. სამწუხაროდ, ეს ლინზები ძალიან ძვირი ღირს. საბედნიეროდ კი ამ ლინზის შესაძლებლობების მანიპულაცია ფოტოშოფის დახმარებით ჩვეულებრივი ლინზებითაც შეიძლება.

Friday, March 14, 2014

რუმინეთი - ვიცნობდეთ მეტოქეს

"გათვითცნობიერებული გულშემატკივარი უკეთესი გულშემატკივარია"-ს პათოსით - გაიცანით ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, რუმინეთის ეროვნული ნაკრები.



ჩემით ამის დაწერას თავს ვერ მოვაბამდი და ამიტომ ფორუმზე ვითხოვე დახმარება. მადლობა ფორუმს ამ ცნობებისთვის!

საქართველო vs რუმინეთი


ვინც არ იცით, 15 მარტს 17:00 საათზე თბილისში გადამწვეტი მატჩი იმართება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც გაარკვევს 1) ერთა თასის გამარჯვებულს, 2) ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელის ვინაობას და 3) თუ ვინ მოხვდება რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასზე პრესტიჟულ C ჯგუფში ახალ ზელანდიასთან ერთად.

Friday, March 7, 2014

როგორ გადავიღე სურათი #4

ეძღვნება ცოის 
ის, რაც მნახველს ყველაზე მეტად მოსწონს, არის დინამიკური კადრი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფოტოსურათი ერთი გაშეშებული წამია (ან წამის მეათასედი), შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით სურათის "ამოძრავება" შეიძლება.

ლევან ვერძეულის ფოტო

ამ სურათის გადასაღებად გამოვიყენე ე.წ. მიდევნების ტექნიკა (ინგლისურად "panning". ქართული ტერმინი მე მოვიფიქრე, თუ უკეთესი ვერსია გაქვთ, მომწერეთ). შედეგად, მივიღე მოძრავი მანქანის გაყინული სურათი, ხოლო სხვა ობიექტები კი გადღაბნილია, რაც სურათს დინამიკურს ხდის.

Nikkor 50mm f/1.4G ბოკეს ტესტი

ფოკუსი გასწორებული 45 სმ-ზე.
ექსპოზიციის რეჟიმი: A
ISO - ავტო
მინიმალური დაყოვნება: 1/100 წამი

იხილეთ შედეგები:

f/1.4

Thursday, March 6, 2014

გვერდიგვერდ: Nikkor 50mm 1.8D vs Nikkor 50mm 1.4G სურათის ხარისხის შედარება

ეს არის ნიკონის ორი ფიქსირებული ლინზის სურათის ხარისხის შედარება. ამ შედარების პირველი ნაწილი იყო ლინზების ზომა-წონის მიმოხილვა.
50mm 1.8D და 50mm 1.4G

ამ პოსტისთვის ორივე ლინზა მივუმაგრე Nikon D90-ს, რომელიც, თავის მხრივ, შტატივზ დავამაგრე და დისტანციური პულტით ვმართავდი. სურათები გადაღებულია ერთი და იგივე პარამეტრებით, მხოლოდ დიაფრაგმას ვცვლიდი:
  • ფოკუსის რეჟიმი: MANUAL
  • ექსპოზიციის რეჟიმი: A (დიაფრაგმის პრიორიტეტი)
  • ფერთა ბალანსი: MANUAL
  • ISO 200
  • სურათის რეჟიმი: სტანდარტული
  • განათების გარეშე / flash off
ყველა სურათი მოცემულია დაუმუშავებლად.

1) დიაფრაგმა f/1.4

Nikkor 50mm 1.4G @ f/1.4

გვერდიგვერდ: Nikkor 50mm 1.8D / Nikkor 50mm 1.4G

სამი კვირის წინ დავწერე ნიკონის ლინზებზე ყოველწლიური ფასდაკლელების შესახებ. პირადად ვისარგებლე ამ შემთხვევით და შევიძინე ნიკონის 50mm f/1.4G ლინზა. რადგან ახლა უკვე ორი 50 მილიმეტრიანი ლინზა მაქვს ჩანთაში, გთავაზობთ ამ ორი სტანდარტული ლინზის შედარებას.

ვიცი, რომ ვაშლს ვაშლს არ ვადარებ (comparing apples to apples), მაგრამ თუ თქვენ უკვე გაქვთ 1.8D და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა მისი განახლება, იმედია ეს შედარება გამოგადგებათ.

რაგბის უმაღლესი ლიგის ყოველკვირეული მიმოხილვა

საქართველოში რაგბის პოპულარიცაზია აქტიურად მიმდინარეობს და ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს. საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივით დაიწყო ტურის ვიდეო მიმოხილვის მომზადება, რომელიც კავშირის youtube-ზე იტვირთება. ყოველ ოთხშაბათს გულშემატკივარს საშუალება აქვს იხილოს ბოლო ტურის ყველა მატჩის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი.



ჩემი აზრით, დასახვეწი ბევრია ამ მიმოხილვაში, მაგრამ მაყურებელთა ინტერესის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ხარისხი გაუმჯობესდება.



იხილეთ უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის მიმოხილვა:



Sunday, March 2, 2014

სტამბოლი ფართე კუთხით

ფართე კუთხით გადაღებას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით, სხვა პოსტში. იქამდე კი, უბრალოდ სტამბოლი ფართე კუთხით (ყველა სურათი გადაღებულია Nikon D90 + Tokina 11-16mm f/2.8):

ბოსფორი და სტამბოლოს აზიური ნახილი