1) ვიზუალური დათვარიელება
ფოტოაპარატების უმეტესობა ინტენსიური მოხმარების შედეგად გარეგან დაზიანებებს იღებს. გაცვეთილი რეზინის გარეკანი, შტატივის სამაგრთან ნაკაწრები, ჩამჯდარი მტვერი მიუდგომელ კუნჭულებში, დაკაწრული LCD ეკრანი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ფოტოაპარატი ან ცუდ ხელში იყო, ან უბრალოდ დიდი ხანი იმუშავა.
2) ფოტოაპარატის "გარბენი"
ყველა ფოტოაპარატს თავისი "რესურსი" აქვს. ამ რესურსის ფარგლებში მწარმოებელი პირობას გვაძლევს, რომ აპარატი ნორმალურად იმუშავებს. ამიტომ გადაღებუი კადრების რაოდენობის შემოწმება მნიშვნელოვანია.
გადაიღეთ სურათი და გადაიტანეთ კომპიუტერში. შედით საიტზე http://www.camerashuttercount.com/ და ატვირთეთ ეს სურათი. საიტი გეტყვით, თუ მერამდენე კადრია ეს სურათი ამ ფოტოაპარატის ცხოვრებაში. ციფრული ფოტოაპარატების უმეტესობას აქვს ქარხნული გარანტია 100 ათას კადრზე. პროფესიით ფოტოგრაფის ხელში ეს რესურსი საშუალოდ 2 წელიწადში იწურება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აპარატი 100 ათასი კადრის შემდეგ მოკვდება. ის შეიძლება კიდევ დიდხანს ემსახუროს პატრონს (უმეტესად ასეც ხდება).
3) ფუნქციური დათვალიერება
შეამოწმეთ მუშაობს თუ არა აპარატის ავტოფოკუსი, განათება, ღილაკები.
4) სენსორის შემოწმება
ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია. სენსორი ფოტოაპარატის თვალები და მისი სული და გულია. აუცილებელია სენსორი სუფთა იყოს მტვრისა და ცხიმის ნაწილაკებისგან, რომ გადაღებულ სურათებს ლაქებად არ დააჩნდეს. მტვერი რამდენიმე გზით შეიძლება მოხვდეს ფოტოაპარატში.
- ქარხნიდან გამოსვლამდე საწარმოო მტვერი ხშირად სწორედ სენსორზე ჯდება და იქ ცხოვრობს დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მაქსიმალურად აკონტროლებენ წარმოების პროცესს, ეს მაინც ხდება.
- თუკი ლინზას სახლის გარეთ, ან ისეთ ადგილას შეცვლით, სადაც მტვრისგან დაცული არ ხართ, დიდი ალბათობით მტვრის ნაწილაკები თქვენი აპარატის სარკეზე ან სენსორზე აღმოჩნდება.
იხილეთ ცალკე სტატია: როგორ შევამოწმოთ ფოტოაპარატის სენსორი
მტვერი ფოტოაპარატის სენსორზე |
This comment has been removed by the author.
ReplyDeletegaixare levan kargi rchevebia
ReplyDeleteMadloba vaxo! Blogi gadavitane wordpressze da axali statiebi iq shegidzlia naxo. Shemoiare xolme iq. Misamarti www.verdzeuli.wordpress.com
ReplyDeletekai madlob shentan piradi kitxva maqvs aparattan dakavshirebit da sad sheidzleba ro mogwero?
ReplyDeleteEmail gamoushvi levan.verdzeuli@gmail.com
ReplyDeletegamovushvi naxee?
ReplyDeleteგამარჯობა და თუ მეორად ფოტოაპარატს საიტიდან ვიწერ და არმედზლევა იმის საშვალება რო მას ასეტი დათვალიერება ჩაუტარო და მხოლოდ ვიზვალურად ვხედავ მაგსჰემტხვევაში როგორ დავრწმუნდე მის ხარისხში
ReplyDeleteგამარჯობა, გაცნობებთ, რომ ბლოგი გადავიდა მისამართზე www.verdzeuli.ge
ReplyDeleteთქვენს კითხვაზე პასუხად კი შემიძლია გითხრათ, რომ ონლაინ მეორადი ტექნიკის ყიდვა გაცილებით სარისკოა. გამყიდველის რეპუტაციას უნდა ენდოთ. თუ საშუალებაა, დააკვირდეთ მის review-ებს სხვა მომხმარებლებისგან, თუ ასეთი ფუნქცია აქვს საიტს. მეორადის ონლაინ ყიდვას გირჩევთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე საიტებიდან, რომლებიც თავად ამოწმებენ გასაყიდ პროდუქციას და უთითებენ ზუსტ მდგომარეობას