Nikon D90 | Nikkor 50mm f/1.4 |
ბევრი მიზეზის გამო შეიძლება დაიწუნოთ. ექსპოზიცია, კომპოზიცია და ა.შ. რამდენიმე მათგანია. თუმცა, 90% შემთვევაში არც ერთი იტყვით, რომ ეს სურათი მისი გაფართების გამო არ ვარგა.
კვირას თბილისის ბოტანიკურ ბაღში სეირნობისას გადავიღე ჩემი 12 მეგაპიქსელიანი ფოტოაპარატით. ზედ 50 მილიმეტრიანი ლინზა ეყენა და ხეზე მოშორებით შემომჯდარი ჩიტუნა გადაღებულ სურათში თითქმის შეუმჩნეველი ჩანდა. ამიტომ სურათის მოჭრა (aka დაკროპვა) მომიწია. შედეგად, მისგან მხოლოდ 1.6 მეგაპიქსელი დარჩა და სწორედ ამ ზომის არის ზემოთ მოცემული სურათი. ესეც კი 12 მეგაპიქსელიანი ორიგინალი:
ორიგინალი სურათი, 12 მეგაპიქსელი |
თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 1.6 მეგაპიქსელიანი სურათი გამოგადგებათ 90% შემთხვევაში საიტებისთვის, ფეისფუბუქისთვის და დასაბეჭდადაც A4 ზომამდე. თუ არ გჯერათ, სცადეთ.
დასკვნა: სურათის ხარისხს მეგაპიქსელები იშვიათად განსაზღვრავს. ასევეა ფოტოაპარატების შერჩევისას - დღევანდელი ახალი მოდელების უმეტესობა გაზრდილი მეგაპიქსელებით იკვეხნის. მაგრამ რად გინდათ? რაში გჭირდებათ? თქვენი 15''-იანი ეკრანებიდან გაარჩევთ რამეს 6 მეგაპიქსელის ზემოთ? არ დაგავიწყდეთ, სრული გარჩევადობის ეკრანებს (1920x1080) მხოლოდ 2.1 მეგაპიქსელი აქვთ (ანუ 2.1 მილიონი პიქსელი).
No comments:
Post a Comment