Nikon F100, ფირი - Kodak ektar 100 |
ავტორს?
კიდევ ერთხელ, ავტორს?
მანქანას?
შენობებს?
თუ კარგად დააკვირდებით, ველოსიპედისტსაც აღმოაჩენთ.
ეს სურათი გადაღებულია ნიკონის ფირის აპარატით (F100). გამოყენებული ფირი: Kodak Ektar 100. არანაირი ფოტო-მაქინაცია, დამუშავება და რედაქტირება არ ჩამიტარებია.
რამდენიმე გამოსახულების ერთ კადრზე მოსახვედრად:
1) გათიშეთ ფირის გადახვევის ფუნქცია (film advance mode). იხილეთ სურათი:
ფირის გადახვევის ფუნქციის არჩევა Nikon F100 |
ექსპოზიციის კომპენსაცია Nikon F100 |
გაითვალისწინეთ, რაც მეტი კადრის გადაღებას აპირებთ, მით მეტად უნდა შეამციროთ თითოეული სურათის ექსპოზიცია. მაგალითად, თუ ორი კადრის გადაღებას აპირებთ, აირჩიეთ -1Ev, სამი კადრისთვის -1.5EV, ოთხისთვის -2EV და ასე შემდეგ.
სცადეთ თქვენც და არ დაგავიწყდეთ შედეგების გაზიარება
No comments:
Post a Comment