ფოტორეპორტაჟი ჩემი კომენტარებით:
მიუხედავად იმისა, რომ მატჩზე დასასწრბი ყველა ბილეთი თამაშამდე 5 დღით ადრე გაიყიდა, სტადიონზე ერთი სექტორი მაინც ცარიელი იყო. შეიძლება ამინდმა იმოქმედა. ზოგისგან მოვისმინე - გადამყიდველებს უყიდიათ და ვეღარ გაასაღესო.
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი |
ყინვის მიუხედავად ტრიბულებზე მთელი თამაშის განმავლობაში ამაღლებული განწყობა იყო და გულმხურვალედ ქომაგობდნენ ჩვენს ნაკრებს
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი |
თამაშამდე თბილისში გადაუღებლად თოვდა. თუმცა ავჭალის სტადიონი დილიდანვე გაწმინდეს თოვლის საფარისგან. მოედანი მაინც სრულად ატალახებული იყო, ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე
საქართველო - ბელგია. ავჭალის სტადიონი |
თამაშის დასაწყისში ცოტა გამოიდარა, მაგრამ მერე ისევ მოიღრუბლა და თოვლი წამოვიდა
ჩემი ფავორიტი კადრები ამ თამაშიდან:
ვიტო კოლელიშვილი |
გიორგი ჩხაიძე |
ლევან ჩილაჩავა |
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხაზის მოთამაშეების მიერ დადებული ლელოები მიანიშნებს ნაკრების თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე. პირადად მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები, თამაში გაცილებით უფრო სანახაობრივია
ირაკლი მაჩხანელი |
ჩვენი თამაშების განრიგი:
08/02, 19.00 პორტუგალია vs საქართველო (ლისაბონი)
22/02, 17.00 საქართველო vs რუსეთი (თბილისი, დინამო)
08/03, 19.00 ესპანეთი vs საქართველო (მადრიდი)
15/03, 17.00 საქართველო vs რუმინეთი (თბილისი, ვაკე)
No comments:
Post a Comment