ეძღვნება ცოის
ის, რაც მნახველს ყველაზე მეტად მოსწონს, არის დინამიკური კადრი. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფოტოსურათი ერთი გაშეშებული წამია (ან წამის მეათასედი), შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით სურათის "ამოძრავება" შეიძლება.
ტექნიკის აღწერა
- თქვენ დაგჭირდებათ კამერა, რომელსაც აქვს დაყოვნების პრიორიტეტის რეჟიმი.
- მე ასეთი სურათების გადაღება უფრო მიადვილდება ტელეფოტო ლინზებით, თუმცა ფართო კუთხითაც შესაძლებელია.
- თუ თქვენს კამერას ან ლინზას აქვს ვიბრაციის შემცირების ფუნქცია, გათიშეთ.
- კამერა დააყენეთ დაყოვნების პრიორიტეტის რეჟიმზე (A-თი აღნიშნული ნიკონის კამერებზე). დაყოვნება შეამცირეთ 1/40-ზე ან უფრო მეტად.
- სასურველია, რომ ჩართოთ ავტომატური ISO-ს ფუნქცია.
- თუ შუადღისას, მზის შუქზე იღებთ და ნელი დაყოვნების გამო სურათი გადანათებული გამოდის, გამოიყენეთ ფილტრი (პოლარიზადორი ან ND)
- ფოკუსი გაასწორეთ სასურველ ნიშნულზე და გათიშეთ ავტოფოკუსი.
- გადაღებისას კამერა გააყოლეთ მოძრავ ობიექტს.
თავიდანვე მზად უნდა იყოთ რამდენიმე კადრის გასაფუჭებლას, სანამ სასურველ შედეგს მიიღებთ. ამ ტექნიკის გამოყენებით შეგიძლიათ გადაიღოთ ნებისმიერი მოძრავი ობიექტი - მანქანა, ძაღლი, კადა, ველოსპიედი, მორბენალი და ა.შ.
წარმატებებს გისურვებთ და თუ თქვენც ცდით ამ ტექნიკის გამოყენებას, გამიზიარეთ შედეგები. გთავაზობთ ჩემს ფავორიტ კადრს, რომელიც sports illustrated-ის ფოტოგრაფმა გადაიღო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე:
(c) sports illustrated |
No comments:
Post a Comment