Champs-Élysées, გადაღებული ტრიუმფალური თაღის სახურავიდან |
ზემოთ მოცემული სურათი პარიზში, ტრიუმფალური თაღიდან გადავიღე. ორიგინალი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა და გადავწყვიტე ფოტო-ხულიგნობისთვის მიმემართა.
ორიგინალი კადრი |
ეს სურათი ჩემი Nikon D90-თა და Nikkor 18-200mm-ით გადავიღე. ქარი იყო, სახურავზე უფრო მაგრად ქროდა. ამიტომ უცებ ჩავაჩხაკუნე, დიდი კადრირების გარეშე.
მხოლოდ რამდენიმე თვის მერე, ძველი ალბომის დათვალიერებისას მომივიდა თავში აზრად, აქედან მინიატურული ეფექტის სურათი გამომეცხო.
პროცესი ფოტოშოფში საკმაოდ მარტივია და ბევრ საიტზე დეტალურად არის ახსნილი.
მაგალითისთვის: mashable.com
ყველაზე მთავარი ასეთი კადრების მისაღებად არის ორი რამ:
- სურათი უნდა იყოს სიმაღლიდან გადაღებული
- დამუშავებისას აუცილებლად მოუმატეთ ფერები (Saturation, Hue)
გადახედეთ ძველ სურათებს და სცადეთ ეს ეფექტი.
აი, ამიტომ არ ვშლი არც ერთ სურათს, რა იცი, როდის რა აზრი მოგივა თავში და სად გამოგადგება ერთი შეხედვით უსარგებლო, ცუდი კადრი.
No comments:
Post a Comment