Thursday, November 20, 2014

მგლის თავზე საკითხავი სახარება

ორ წელს მოვუყარე თავი, რაც რაგბის ვიღებ. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რაგბის ეროვნული ნაკრების საშინაო თამაშებს. მერე მოვდივარ სახლში და ვიწყებ სურათების გადარჩევას. და გული მწყდება, რომ მიუხედავად ხშირად სავსე ტრიბუნისა, გაცეცხლებული თამაშის ფონზე სრულად შავბნელი ქომოგობა მოსჩანს სურათებზე.
საქართველო-რუმინეთი, თბილისი, 2014

კულტურა არ გვაქვს ჯერ საამისოო, ამბობენ. ჰო, გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა დავიწყოთ ახალი კულტურის შენება? აბა საერთოდ რატომ მოვდივართ სტადიონზე? რაგბი ტელეეკრანზე უკეთესად ჩანს ხშირად და სავარძლებიც სახლში უკეთესი გვაქვს.

დღეს, როცა მსოფლიოს წამყვანი გუნდები ჩამოდიან ჩვენთან და გაშუქებამაც უფრო მოიმატა, მხოლოდ ეროვნული ნაკრების კარგი თამაში აღარ არის საკმარისი და უნდა გავიგოთ ეს. კარგი ქომაგობაც რაგბის განვითარების ნაწილია. ყველას გვინდა, რომ მიგვიღონ წამყვანი ქვეყნების რიგებში, ჰოდა დავამტკიცოთ, რომ მარტო თამაში კი არა, ქომაგობაც შესაბამისი ვიცით.

დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს სახლში თეთრი ან წითელი მაისური, ქურთუკი, კაშნი ან ქუდი მაინც, მოდი ერთი დღე გავიჭირვოთ და ჩვენი შავი ქურთუკები სახლში დავტოვოთ. ჩავიცვათ თეთრი ან წითელი (და არ მითხრათ ახლა ნაკრების ფერი შავიაო, იმედია ეს სიახლე არ დამკვიდრდება ჩვენთან!). იქნებ ნელნელა ეროვნული ნაკრების მაისურებიც ვიყიდოთ.

23 ნოემბერს დიდი რაგბია. იაპონიას ვეთამაშებით. ძალიანა გთხოვთ რაა, გადაახალისეთ გარდერობი და ისე მოდით სტადიონზე! იმედია ამჯერად მაინც იქნება ჩემი სურათების ფონზე თეთრ-წითელ ფერებში ხალისიანი გულშემატკივარი.
ქომაგების მცირე ჯგუფი სულ ასე დადის თამაშებზე. მომწონს!

აშშ-ს ნაკრების გულშემატკივარი, რუსთავი, 2013

No comments:

Post a Comment