ბლოგის შესახებ

ჯობდა თავში დამეწერა, მაგრამ არც ახლაა გვიანი. 

ვინ არის ბლოგის ავტორი

ლევან ვერძეული, ფინანსისტი და ენთუზიასტი ფოტოგრაფი. გატაცებული ვარ ლაშქრობით, მოგზაურობით, შეპყრობილი ვარ "იმ ერთი" ფოტოს გადაღების სურვილით, რომელიც ჯერ არ გადამიღია.


რატომ ვწერ ამ ბლოგს

  • თითები არ მეფხანება
ეს ბლოგი ჩემი შემოსავლის წყარო არ არის. სხვანაირად რომ ვთქვათ, მუქთად ვწერ. მაგრამ თითები არ მეფხანება. ნათქვამი ხომ არის, თუ გუგლმა არ იცის ვინ ხარ, ესეიგი არც გიცხოვრიაო. ჰოდა, დაე იცოდეს გუგლმაც.


  • ყველაფერი, რაც მისწავლია
ფოტოგრაფიაში და ლაშქრობაში თუ რამე ვიცი ახლა, უნდა ვუმადლოდე რამდენიმე მეგობარს და უამრავ ინტერნეტ რესურსს. აგრეთვე, საკუთარ გამოცდილებას და დაშვებულ შეცდომებს. ვფიქრობ, დავაგროვე მეც საკმარისი ცოდნა, რომ სხვებსაც გავუზიარო.


  • ხეირი საკუთარ თავს
მინდა სისტემატიზაცია გავუკეთო იმ ზეპირსიტყვიერ ცოდნას, რაც ფოტოგრაფიასთან და ლაშქრობასთან დაკავშირებულ თემებზე გამაჩნია. რაღაცას მოვიგონებ ხოლმე და მერე მავიწყდება. ამიტომ სულ ვინიშნავდი აზრებს. მერე ვიფიქრე, რომ ბლოგად შევკრავდი და ეს გამოვიდა.


რა მინდა თქვენგან

თქვენი კარგად ყოფნა, ძვირფასო მკითხველო, და სიმრავლე. უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რომ გავიზარდო(თ), უკეთ ვაკეთო(თ), რასაც ვაკეთებ(თ). მინდა მოვისმინო თქვენი აზრი იმ საკითხებზე, რაზეც ვწერ. გამჯობესებისთვის გზა ყოველთვის მოიძებნება. Help me, help you, ამ პრინციპს მინდა ემყარებოდეს ეს ბლოგი.

თუ გაქვთ რამე შეკითხვა, შენიშვნა, მოსაზრება, თანამშრომლობის ან სტატიის დაწერის სურვილი, მოურიდებლად დამიკავშირდით ნებისმიერი საშუალებით
ელ-ფოსტა: levan.verdzeuli@gmail.com
ჩემი პირწიგნაკი
ჩემი ფლიკრი

No comments:

Post a Comment