Friday, January 17, 2014

როგორ შევარჩოთ ახალი ფოტოაპარატი

ბოლო დროს გახშირდა "რომელ აპარატს მირჩევდი" ტიპის შეკითხვები. ამიტომ გადავწყვიტე ორიოდ სიტყვით დამეწერა ჩემი ზოგადი პასუხი ამ და ყველა სხვა მსგავსი ტიპის კითხვაზე. 

დასაწყისშივე უნდა გითხრათ, რომ ქვემოთ მოცემული ტესტი არ არის არც რჩევა და არც რეკომენდაცია. ეს არის ჩემი აზრი, რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი (ა-ხ-ა-ლ-ი) ციფრული ფოტოაპარატის ყიდვისას.

მთავარი, რაზეც პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეთ, არის ფოტოაპარატის თქვენთვის შესაფერისი ტიპი. საუბარია მხოლოდ ფოტოაპარატის ტიპზე და არა კონკრეტულ მოდელზე. მოდელის შერჩევა უკვე შემდეგი ეტაპია, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ეცადეთ გულწრფელი პასუხი გასცეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვას და გაიგეთ, რა სახის აპარატი გჭირდებათ სინამდვილეში

რა არის თქვენი მთავარი მიზანი ფოტო აპარატის ყიდვისას:
ა) ვაპირებ ფოტოგრაფიის სერიოზულად შესწავლას და მესაჭიროება ფოტოაპარატი
ბ) მჭირდება ზოგადი მოხმარებისთვის, გარკვეული ვარ ფოტოგრაფიის საწყისებში, თუმცა პროფესიონალურად არ ვაპირებ ამ საქმის გაყოლას
გ) ფოტოგრაფიის აზრზე არ ვარ. უბრალოდ მინდა სულ თან მქონდეს აპარატი და დავაფიქსირო საინტერესო კადრები ყოველდღიური ცხოვრებიდან.
დ) ხშირად მიწევს ბუნებაში სიარული, მიყვარს თხილამურებზე დგომა და ექსტრიმი. მინდა თან ვატარო ფოტოაპარატი, რომელიც არ დამამძიმებს და არც უამინდობაში ან ძირს დავარდნისას გაფუჭდება
ე) ძალეან ძერსკად მინდა გამოვიყურებოდა და პროფესიონალს ვგავდე სურათებისა გადაღებისას


თუ თქვენი პასუხია:

ა - თქვენ გჭირდებათ სარკული ფოტოაპარატი, ე.წ. DSLR აარჩიეთ ამ ჩამონათვალიდან თქვენთვის სასურველი: http://www.bhphotovideo.com/c/buy/DSLR-Cameras/ci/6222/N/4288586280

ბ - თქვენ გაქვთ არჩევანი უსარკო ფოტოაპარატებსა და გაუმჯობესებულ კომპაქტურ აპარატებს შორის. შეგიძლიათ აარჩიოთ აქედან http://www.bhphotovideo.com/c/buy/Mirrorless-System-Cameras/ci/16158/N/4288586281 ან აქედან http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Still+Image+format_RAW%2c+JPEG&ci=8612&N=4288586279+4236029800

გ - თქვენ გჭირდებათ მარტივი კომპაქტური ფოტოაპარატი http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Still+Image+format_JPEG&ci=8612&N=4288586279+4236029801

დ - წყალგამძლე, დარტყმაგამძლე და სპეციუალურად ექსტრემალური პირობებისთვის შექმნილი ფოტოაპარატები იხილეთ აქ http://www.bhphotovideo.com/c/search?atclk=Features_Waterproof%2fShockproof&ci=8612&N=4288586279+4294956508 ან პირდაპირ GoPro იყიდეთ, არ ინანებთ http://www.bhphotovideo.com/c/search?Ntt=gopro&N=0&InitialSearch=yes&sts=ma&Top+Nav-Search=

ე - თქვენ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა ხართ. რაც გინდათ ის იყიდეთ, მაინც iPhone-ით გადაიღებთ დაქფეისებს

2 comments:

  1. სალამი ლევანჩიკ. ეს პოსტი ძალიან დროული იყო ჩემთვის. მეც მინდა აპარატის ყიდვა და ვერ ჩამოვყალიბდი. კითხვებიდან ვპასუხობ ა, ბ და გ პასუხებს. ანუ სერიოზულად ვაპირებ შესწავლას და შემდეგ გადაღებას.
    ამ ეტაპზე ვორჭოფობ nikon 5100-სა და nikon 5200-ს შორის. შენი აზრი მაინტერესებს. ფბ-ზეც მინდოდა მომეწერა, მაგრამ მომერიდა.

    ა ხო კიდევ ერთი რამ: ამ საიტიდან როგორც მივხვდი შესაძლებელია ქართული ბარათებით გამოწერა. გამოწერით უფრო იაფი გამოდის ხო, ვიდრე თბილისის მაღაზიებში ყიდვით?

    ReplyDelete
  2. გამარჯობა, ქეით!
    კარგად შეგირჩევია ნიკონის D**** სერია. D5*** დამწყებთათვის ძალიან კარგი აპარატია და ბევრის სწავლას შეძლებ. მე გირჩევდი D5200-ს ამ ორიდან. უფრო ახალი მოდელია და ბევრი კარგი ფუნქციაა ჩადებული: ჩაშენებული HDR, wi-fi თავსებადობა (ადაპტერი ~$50 დაგიჟდება დამატებით), მაღალი გარევადობის ვიდეო - full HD და ა.შ.
    B&H კარგი მაღაზიაა, ჩემი ფავორიტი. გამოწერა და აქ ყიდვა თითქმის იგივე დაგიჯდება. ქართულ ბარათებს იღებენ. მე პირადად რამდენიმე აპარატი მაქვს მანდ ნაყიდი. ზოგი ონლაინ, ზოგიც ადგილზე.
    ჩემი რჩევა იქნებოდა მაინც, რომ ჯერ თბილისში რომელიმე მაღაზიაში დაგეზვერა აპარატი, ხელში დაიჭირე, ნახე როგორ მოგეწონება. ამის შემდეგ გადაწყვიტე :) მე სულ ასე ვიქცევი, როცა შესაძლებლობაა. ესტუმრე მაგალითად Go Electronics-ს თბილისი ცენტრალში. ან მობის მაღაზიას, თამარაშვილზე

    ReplyDelete