საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლში გადაღებული სურათები ბნელი გამოდის. ამ მოკლე სტატიაში ვეცდები, მარტივი ენით და გასაგებად აგიხსნათ ამის მიზეზი და პრობლემის გადაჭრის გზები.
ექსპონომეტრი არის ფოტოაპარატის ნაწილი, რომელიც ზომავს გადასაღები კადრის განათებას და შემდეგ ისეთ პარამეტრებს ირჩევს, რომ კადრი დაბალანსებული გამოვიდეს, ანუ არც გადანათებული, არც ჩაბნელებული. თოვლში სურათების გადაღებისას ექსპონომეტრი ცდება, რადგან თოვლი იმდენად თეთრია, რომ კამერას ჰქონია, კადრში ბევრი შუქია. შესაბამისად, ირჩევს ისეთ პარამეტრებს გადასაღებად, რომ სურათი ჩაბნელებული გამოდის.
ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ორი გზით:

2) თუ თქვენ შეგიძლიათ ხელით მართვად რეჟიმში მუშაობა (უმეტესად აღნიშნულია "M" სიმბოლოთი), თავად აირჩიეთ სასურველი პარამეტრები და ექსპოზიცია გაასწორეთ დადებით ნიშნულამდე, მაგალითისთვის +1მდე.
საილუსტრაციოდ:
წარმატებებს და კარგი კადრების გადაღებას გისურვებთ!
No comments:
Post a Comment