Friday, March 14, 2014

რუმინეთი - ვიცნობდეთ მეტოქეს

"გათვითცნობიერებული გულშემატკივარი უკეთესი გულშემატკივარია"-ს პათოსით - გაიცანით ჩვენი ხვალინდელი მეტოქე, რუმინეთის ეროვნული ნაკრები.



ჩემით ამის დაწერას თავს ვერ მოვაბამდი და ამიტომ ფორუმზე ვითხოვე დახმარება. მადლობა ფორუმს ამ ცნობებისთვის!



რუმინეთის ეროვნული ნაკრები (წყარო: xDavid_S)

"
მონაწილეობდნენ ყველა მსოფლიო თასზე და 87/99 და 2011-ის გამოკლებით ყოველ ჯერზე თითო გამარჯვება ჩაუწერიათ აქტივში >>> ზიმბაბვესთან, კანადასთან (2-ჯერ), ნამიბიასთან და პორტუგალიასთან

2000-იანი წლებში მაგათი ვარსკვლავები იყვნენ: პირველხაზელები პეტრუ ბალანი და მარიუშ ტინკუ, მეორეხაზელები კრისტიან პეტრე და სორინ სოკოლი, მესამეხაზელები ოვიდიუ ტონიცე, ალექსანდრუ მანტა და ფლორინ კოროდიანუ, ჩვენი სულთამხუთავი #9 პეტრე მიტუ, მგეზავი იონუტ ტოფანი და შუამარბები რომეო გონტინიაკი და გაბრიელ ბრეზოიანუ

მაგათ პლეადის სანაკრებო პენსიის ასაკის მოახლოებასთან ერთად ვიმძლავრეთ ვინაიდან შემცვლელები ვერ აღმოჩნდენ საკმარისად გაწაფულნი

ჩვენ ვინც დაგვიპირისპირდება მაგათგან:
1. ფეხნარდი მოიერიშე #15 ფერკუ, განსაკუთრებით გადაკიდებული ბურთების წამოღება და ღრიჩოების მოძებნა/გამოყენება ეხერხება + ფეხით მშვენივრად თამაშობს და ჩახურვაზეც აქტიურობს

2. მეტოქეთა რისხვა #1 ლაზარი, ჩვენი ანტონ ფეიქრიშვილის თანაგუნდელი კასტრში >>> პეტრუ ბალანის მემკვიდრე

3. #3 პაულიკა იონი უელსური სკარლეტში თამაშობს >>> ძალიან გამოცდილი და მძიმე ბურჯი

4. ფლანკერი და კაპიტანი მიხაი მაკოვეი >>> შერკინების სული და გული, კარგად ეხერხება გუნდის აყოლიება

5. მგეზავი/შუამარბი ფლორინ ვლაიკუ >>> სნაიპერი კარში დარტყმების, დაცვაშიც კარგად მუშაობს

დანარჩენები არაფერი განსაკუთრებული

წლევანდელი ფორმაციის ნაკრები მძიმე გუნდია, უპირატესობას ანიჭებს აიღე და მიეძალეს, მოლს, შერკინებაში მეტოქის დაჩაგვრას და მოპოვებულ ჯარიმებს უთუმცაოდ კარში ურტყამენ ან თუ შორია ტერიტორიას იგებენ და მოწინააღმდეგის ნახევარზე გადააქვთ თამაში + ხშირად მიმართავენ აბრაგანებს სწრაფი ჩახურვით

"

თამაშამდე 48 საათით ადრე გუნდებმა შემადგენლობები დაასახელეს. იხილეთ კავშირის საიტზე

ჩვენი შერკინება 875 კილოა, მათი კი 820 (მათი შერკინება espnscrum.com წყაროზე დაყრდნობით დავთვალე), რაც, წესით დიდ უპირატესობას უნდა გვაძლევდეს.

IRB, საქართველო - რუმინეთი, მსოფლიო თასი 2011


No comments:

Post a Comment