Friday, March 14, 2014

საქართველო vs რუმინეთი


ვინც არ იცით, 15 მარტს 17:00 საათზე თბილისში გადამწვეტი მატჩი იმართება საქართველოსა და რუმინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც გაარკვევს 1) ერთა თასის გამარჯვებულს, 2) ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელის ვინაობას და 3) თუ ვინ მოხვდება რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასზე პრესტიჟულ C ჯგუფში ახალ ზელანდიასთან ერთად.


თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე სწორედ ახლა ჩამოიტანეს ვებ ელისის სახელობის მსოფლიო თასიც თბილისში. თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემა რაგბის საერთაშორისო საბჭოს ვებგვერდზეც.

WWW.MSY.GOV.GE

ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად ეს თამაში კიდევ ერთი რამით არის მნიშვნელოვანი, რის გამოც მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოვაჩინოთ თავი მორაგბეებმაც და გულშემატკვირებმაც: ბოლოდროს გახშირებულ საუბრებს 6 ერის ტურნირის გაფართოება / ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით შესაბამისი არგუმენტაციაც სჭირდება და შანსი ახლა ჩვენს ხელთ არის. პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ვაჩვენოთ მსოფლიო სარაგბო თემს, რომ არავისზე ნაკლებად გვიყვარს და შეგვიძლია თამაში და ევროპის მე-7 ქვეყანა თავისუფლად შეგვიძლია ვიყოთ.

გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა გრძელდება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები 11-დან 19 საათამდე შეგიძლიათ. წამოიყვანეთ მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები. მოდით სტადიონზე 1 საათით ადრე. იმღერეთ ჰიმნი, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ნაკრებს და ისიამოვნეთ ძალიან მაგარი თამაშით!

ისტორია

ამ დროისთვის რუმინეთთან წარსული თამაშების მიხედვით სრული ბალანსი გვაქვს: 8 მოგება, 8 წაგება და ერთიც ფრე. სამაგიეროდ, ბოლო 4 წელია უკვე აღარ წაგვიგია და საერთოდაც, 2006-ის მერე მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. ისტორია სრულად იხილეთ აქ

შემადგენლობა

ჩვენი ნაკრები გადამწვეტ თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ერთადერთი, ტრავმის გამო გიორგი შკინინი გამოტოვებს თამაშს.

შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია

// სულ ჩვენი შერკინების საერთო წონა = 875 კგ //

ღერძი
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე

ხაზი
11. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ), 15. მერაბ კვირიკაშვილი.

მარქაფა
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ანტონ ფეიქრიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედორე ზიბზიბაძე, 23. ლაშა მალაღურაძე

ფოტორეპორტაჟი

მამუკა გორგოძეს შეაქვს ლელო
რუსეთთან თამაშის დროს ვცადე და [თითქმის] რეალურ დროში ვდებდი სტადიონიდან სურათებს, რამაც გაამართლა და ახლაც იგივეს ვაპირებ. სურათები დაიდება ჩემს ფეისბუქ გვერდზე.

No comments:

Post a Comment