Monday, March 31, 2014

პეიზაჟების ფოტოგრაფია: ძირითადი შეცდომები

პანორამების ბილიკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ვერ ვიტყვი, რომ ამ ჟანრში ჭიპი მაქვს მოჭრილი, მაგრამ ჩემი ფოტოების უმეტესობა სწორედ პეიზაჟებია. დროთა განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე და ძირითადად საკუთარი შეცდომების ხარჯზე. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მათგანი.



1. გადაიღეთ RAW და არა JPEG
RAW ფაილების სიკეთე იმედია, თქვენთვის ცნობილია. ის საშუალებას გაძლევთ ფოტოშოფის ან სხვა პროგრამის საშუალებით ბევრი დეტალი "ამოსწიოთ" და გადაარჩინოთ. პეიზაღების გადაღებისას, როგორც წესი, თქვენ კადრისთვის მომზადების დრო გაქვთ და აპარატის გადაღების სისწრაფე (fps) არაფერში გჭირდებათ. ამიტომ, აზრი არ აქვს კომპრესირებული JPEG ფორმატის გამოყენებას. საილუსტრაციოდ, ქვემოთ სურათზე ნახეთ, რამდენი დეტალის "გადარჩენა" შეიძლება RAW ფაილის საშუალებით

გურგენიანის ჩანჩქერი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია

2. გადაიღეთ დახურული დიაფრაგმით
ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც პეიზაჟების გადაღებისას უშვებენ. ფოტოგრაფთა უმეტესობა გახსნილი დიაფრაგმით იღებს. თუ თქვენ ტოპ-კლასის ლინზა გაქვთ, მაშინ შეიძლება ეს სურათის ხარისხზე არც აისახოს, თუმცა ლინზების უმეტესობა გამოსახულების უმაღლეს ხარისხს სწორედ დახული დიაფრაგმით აღწევს. აქ გასათვალისწინებელია აგრეთვე ლინზის დიფრაქციაც, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, სურათზე დეტალიზაციის დაკარგვას ნიშნავს. დიფრაქცია ყველა ლინზას სხვადასხვა დიაფრაგმაზე ეწყება, როგორც წესი f/11-დან ან უფრო ზემოთ. ამიტომ, მე პეიზაჟების გადაღებისას f/7.1 - f/11 შუალედში ვირჩევ დიაფრაგმას.


3. შტატივი
როგორც ზემოთ დავწერე, პეიზაჟების გადასაღებად უმეტესად დახურული დიაფრაგმა სჯობს. თუმცა შესაბამისი განათების არარსებობის დროს სურათის გადღაბნის რისკი არსებობს. ამიტომ აუცილებლად თან იქონიეთ შტატივი. თუ თქვენ მრავალდღიან ექსპედიციაში მიდიხართ და არ გსურთ მძიმე შტატივის თრევა, გადახედეთ ჩემს პოსტს ლაშქრობასა და ფოტოგრაფიაზე

4. ფილტრები
პეიზაჟის გადასაღებად ფილტრების გარეშე არასდროს წახვიდეთ. ძირითადად დაგჭირდებათ ორი სახის ფილტრი: პოლარიზატორი და ND ფილტრი. გარდა ძირითადი დანიშნულებისა, ამ ფილტრების გამოყენებით შეძლებთ მიიღოთ სასურველი გრძელი ექსპოზიცია ჩანჩქერებისა და ზღვის ტალღების გადასაღებად

wikipedia
5. მესამედის წესი
ეს წესი ბოლოსთვის მოვიტოვე, რადგან მე თავად ხშირად არ ვიყენებ. მესამედის წესი შემდეგში მდგომარეობს: ეცადეთ კადრი არ გაყოთ ორად. მაგალითად 50% ცად და 50% მიწად. ამის ნაცვლად სცადეთ 1/3 ცა და 2/3 მიწა, ან პირიქით, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად საინტერესო ცაა მოცემულ მომენტში გადასაღებად.
www.phototechnique.com


და ბოლოს, რამდენიმე სურათი საილუსტრაციოდ


No comments:

Post a Comment