ვიცი, რომ ვაშლს ვაშლს არ ვადარებ (comparing apples to apples), მაგრამ თუ თქვენ უკვე გაქვთ 1.8D და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა მისი განახლება, იმედია ეს შედარება გამოგადგებათ.
Nikkor ლინზების ჩემი მოდელის მიხედვით ნიკონის წარმოების 50 მილიმეტრიან ლინზებს შორის ხარისხით 1.4G პირველ ადგილს იკავებს, ხოლო 1.8D კი მე-4-ს.
ზომა-წონით 50mm 1.4G უფრო დიდია, ვიდრე 50mm 1.8D. ამასთან, 1.4-ს დამატებით მოყვება საჩრდილობელი (ე.წ. "ბლენდა" = Hood), და ნაჭრის შალითა. ამიტომ, მისი ყუთი გაცილებით დიდია, ვიდრე 1.8D-ს ყუთი (დაახლოებით 2.6-ჯერ დიდი).
ეს კი ყველაფერი, რაც 50mm 1.4G-ს ყუთში დევს:
Nikkor 50mm f/1.4G |
იხილეთ სურათები გვერდიგვერდ:
ზომების შედარება |
1.4G-ს მოყვება საჩრდილობელი |
დიაფრაგმის რგოლები: 7 vs 9 |
მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ სურათის ხარისხის შედარებას ამ ორ ლინზას შორის.
No comments:
Post a Comment