Tuesday, April 22, 2014

როგორ გადავიღე სურათი #6


Nikon D90; Tokina 11-16 f/2.8
16mm | ISO 200 | f/20 | 58 წამი
ელვის გადასაღებად საჭირო მინიმალური აღჭურვილობაა:
  • კარგი შტატივი
  • ფოტოაპარატი მართვადი ექსპოზიციით (სასურველია DSLR ტიპის კამერა)
  • ფართეკუთხიანი ლინზა
  • პულტი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
  • წამზომი (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)
როცა გაანათებს, წამზომზე დაინიშნეთ და ეცადეთ გაზომოთ, რა ინტერვალით ელავს. როგორც წესი, ან ჩემი დაკვირვებით მაინც, ელვებს შორის თანაბარი ინტერვალი ნარჩნდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამ დროის გაზომვა საშუალებას მოგცემთ სწორ დროს დაიწყოთ გადაღება.
  1. აპარატი დაამაგრეთ შტატივზე; 
  2. სურათის ხარისხი დააყენეთ JPEG-ზე (იხილეთ შენიშვნა N1 ქვემოთ)
  3. გათიშეთ auto ISO; 
  4. გათიშეთ ავტოფოკუსი;
  5. გათიშეთ ვიბრაციის შემცირება, თუ ეს თქვენს ლინზას/აპარატს აქვს;
  6. ფერთა ბალანსი (White Balance) გაასწორეთ ხელით დაახლოებით 2500 K-ზე; 
  7. ექსპოზიციის რეჟიმი მომართეთ ხელით მართვაზე (M);
  8. დიაფრაგმა დახურეთ f/11-მდე ან უფრო მეტად, ხოლო დაყოვნება გაზარდეთ მაქსიმალურად. თუ თქვენს აპარატს აქვს bulb გადაღების შესაძლებლობა და თქვენ პულტიც გაქვთ, მაშინ ეს ოპტიმალური რეჟიმია ელვის გადასაღებად (იხილეთ შენიშვნა N2 ქვემოთ);
  9. ექსპოზიცია გაასწორეთ -1 ან -2 ნიშნულზე;
  10. გული არ გაიტეხოთ, თუ პირველი 10 სურათი არ გამოგივათ, ერთ-ერთ ელვას მაინც დაიჭერთ;
შენიშვნა N1. მე ვიღებ JPEG ფორმტით, თუმცა RAW მეტ ინფორმაციას შეინახავდა. გაითვალისწინეთ, რომ RAW ფორმატში გრძელი დაყოვნების გადაღებისას აპარატი სურათის შენახვას დიდ დროს ანდომებს, ხოლო JPEG-ს წამიერად ინახავს და მზადაა შემდეგი კადრის გადასაღებად.

შენიშვნა N2: არ გადაიღოთ 1 წუთზე მეტი დაყოვნებით, მოერიდეთ სენსორის გადახურებას.

თუ ვინმემ უკეთესი ტექნიკა იცით და სურვილი გაქვთ გამიზიაროთ, გამიხარდება.
წარმატებებს გისურვებთ.

No comments:

Post a Comment