Friday, April 18, 2014

le professionnel

წაიკითხეთ ამ მელოდიის ფონზე - le professionnel


არაფერი მაღიზიანებს ისე, როგორც სიტყვათა შეთანხმება "პროფესიონალი ფოტოგრაფი", განსაკუთრებით, თუ ის კითხვის ფორმითაა მოწოდებული - "პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ?". არა, არის კიდევ ერთი ასეთი, რაც მგონი უფრო მეტად მძაგს - "პროფესიონალური ფოტოაპარატი".
არ იფიქროთ, რომ უკუდო ამპარტავნობას ან უადგილო თავის დაფასებას აქვს ადგილი. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდი ფოტოგრაფი ვარ და ჩემი ფოტოაპარატიც არც ისე ცუდია. რაც შეეხება "პროფესიონალიზმს", პირადად მე შორს ვარ ის სტანდარტებიდან, რაც ჩემთვის ასოცირდება ამ სიტყვასთან.

მოკლედ გეტყვით, რატომ ვარ კარგი ფოტოგრაფი:

  • რამდენიმე წლიანი განსწავლისა და პრაქტიკის შედეგად მე თავად ვატყობ, როგორ დაიხვეწა ჩემი სურათები;
  • რამდენიმე წლიანი განსწავლისა და პრაქტიკის მიუხედავად, ვამჩნევ ხარვეზებს ჩემს ახალ სურათებს. და ეს ძალიან კარგია (რომ ვამჩნევ);
  • ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ, ყველაფერს რაც ფოტოგრაფიას ეხება, ვატარებ ექსპერიმენტებს, ვინიშნავ ყველა იდეას, რაც თავში ამომეწვეტება.
და მე მაინც არ ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფი, რადგან
  • ეს არ არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. მე ამ საქმისთვის ბევრი დრო არ მაქვს;
  • მე არ მაქვს საკუთარი ხელწერა, რომ დახედავ სურათს და იტყვი, რომ აი ეს იმის სურათია;
  • მე არ ვარ სტაბილური, ხან კარგად გამომდის, ხან საშინლად, ხან მე მე ვარ და ხან მე სხვა ვარ, boredpanda-ზე ნაპოვნი პროექტის ასლი.
ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სტანდარტებია და მეტი არაფერი. ერთხელ, როცა სხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთან მქონდა საუბარი, იმან მკითხა, ამ საქმეში ფული თუ გადაუხდიათო შენთვის. ზოგისთვის ეს არის პროფესიონალიზმის სტანდარტი, ჩემთვის - არა. და ამით თავს არ ვიმშვიდებ, რადგან გადაუხდიათ ფული, მაგრამ ის სურათები, უმეტესად, დიდი ვერაფერია.
www.telasi.ge
არსებობენ შედეგზე ორიენტირებულები, და პროცესზე ორიენტირებულები. მე ეს უკანასკნელი ვარ და თქვენც იმავეს გირჩევდით.

თუ თქვენ ძალიან ჩქარა კითხვას არ ხართ მიჩვეულები, მაშინ ალბათ ეს მელოდიაც იწურება და მინდა National Geographic-ის ფოტოგრაფის ფრთიანი ფრაზით დავასრულო ეს პოსტი:
If you want to be a better photographer, stand in front of better stuff
აი, წარმატების მარტივი ფორმულა :)

No comments:

Post a Comment