Thursday, April 17, 2014

როგორ შევარჩიოთ მეორადი ფოტოაპარატი

მეორადი ფოტოაპარატის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო თითოეული მათგანი და გასწავლოთ, როგორ შეამოწმოთ ფოტოაპარატის მდგომარეობა.





1) ვიზუალური დათვარიელება
ფოტოაპარატების უმეტესობა ინტენსიური მოხმარების შედეგად გარეგან დაზიანებებს იღებს. გაცვეთილი რეზინის გარეკანი, შტატივის სამაგრთან ნაკაწრები, ჩამჯდარი მტვერი მიუდგომელ კუნჭულებში, დაკაწრული LCD ეკრანი. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ფოტოაპარატი ან ცუდ ხელში იყო, ან უბრალოდ დიდი ხანი იმუშავა.



2) ფოტოაპარატის "გარბენი"
ყველა ფოტოაპარატს თავისი "რესურსი" აქვს. ამ რესურსის ფარგლებში მწარმოებელი პირობას გვაძლევს, რომ აპარატი ნორმალურად იმუშავებს. ამიტომ გადაღებუი კადრების რაოდენობის შემოწმება მნიშვნელოვანია.
გადაიღეთ სურათი და გადაიტანეთ კომპიუტერში. შედით საიტზე http://www.camerashuttercount.com/ და ატვირთეთ ეს სურათი. საიტი გეტყვით, თუ მერამდენე კადრია ეს სურათი ამ ფოტოაპარატის ცხოვრებაში. ციფრული ფოტოაპარატების უმეტესობას აქვს ქარხნული გარანტია 100 ათას კადრზე. პროფესიით ფოტოგრაფის ხელში ეს რესურსი საშუალოდ 2 წელიწადში იწურება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აპარატი 100 ათასი კადრის შემდეგ მოკვდება. ის შეიძლება კიდევ დიდხანს ემსახუროს პატრონს (უმეტესად ასეც ხდება).


3) ფუნქციური დათვალიერება
შეამოწმეთ მუშაობს თუ არა აპარატის ავტოფოკუსი, განათება, ღილაკები.

4) სენსორის შემოწმება
ეს ნაწილი ყველაზე მნიშვნელოვანია. სენსორი ფოტოაპარატის თვალები და მისი სული და გულია. აუცილებელია სენსორი სუფთა იყოს მტვრისა და ცხიმის ნაწილაკებისგან, რომ გადაღებულ სურათებს ლაქებად არ დააჩნდეს. მტვერი რამდენიმე გზით შეიძლება მოხვდეს ფოტოაპარატში.

  •  ქარხნიდან გამოსვლამდე საწარმოო მტვერი ხშირად სწორედ სენსორზე ჯდება და იქ ცხოვრობს დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მაქსიმალურად აკონტროლებენ წარმოების პროცესს, ეს მაინც ხდება. 
  •  თუკი ლინზას სახლის გარეთ, ან ისეთ ადგილას შეცვლით, სადაც მტვრისგან დაცული არ ხართ, დიდი ალბათობით მტვრის ნაწილაკები თქვენი აპარატის სარკეზე ან სენსორზე აღმოჩნდება. 

იხილეთ ცალკე სტატია: როგორ შევამოწმოთ ფოტოაპარატის სენსორი

მტვერი ფოტოაპარატის სენსორზე
თუ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვა, მომწერეთ ან დატოვეთ კომენტარი.

8 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. Madloba vaxo! Blogi gadavitane wordpressze da axali statiebi iq shegidzlia naxo. Shemoiare xolme iq. Misamarti www.verdzeuli.wordpress.com

    ReplyDelete
  3. kai madlob shentan piradi kitxva maqvs aparattan dakavshirebit da sad sheidzleba ro mogwero?

    ReplyDelete
  4. Email gamoushvi levan.verdzeuli@gmail.com

    ReplyDelete
  5. გამარჯობა და თუ მეორად ფოტოაპარატს საიტიდან ვიწერ და არმედზლევა იმის საშვალება რო მას ასეტი დათვალიერება ჩაუტარო და მხოლოდ ვიზვალურად ვხედავ მაგსჰემტხვევაში როგორ დავრწმუნდე მის ხარისხში

    ReplyDelete
  6. გამარჯობა, გაცნობებთ, რომ ბლოგი გადავიდა მისამართზე www.verdzeuli.ge

    თქვენს კითხვაზე პასუხად კი შემიძლია გითხრათ, რომ ონლაინ მეორადი ტექნიკის ყიდვა გაცილებით სარისკოა. გამყიდველის რეპუტაციას უნდა ენდოთ. თუ საშუალებაა, დააკვირდეთ მის review-ებს სხვა მომხმარებლებისგან, თუ ასეთი ფუნქცია აქვს საიტს. მეორადის ონლაინ ყიდვას გირჩევთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე საიტებიდან, რომლებიც თავად ამოწმებენ გასაყიდ პროდუქციას და უთითებენ ზუსტ მდგომარეობას

    ReplyDelete