Thursday, April 3, 2014

ლაშქრობაში წასაღები ნივთები


მინდა, ისევ განმარტებით დავიწყო, თუ რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.):


ლაშქრობა არის საფეხმავლო სათავგადასავლო მოგზაურობა, რომლის დროსაც მანძილს A პუნქტიდან B პუნქტამდე გაივლი ფეხით, ხოლო ტვირთი (საგზალი და სხვა აღჭურვილობა) დაგაქვს ზურგით (ან ცხენით, მაგრამ არა ავტოტრანსპორტით). 
წარმატებული და სასიამოვნო ლაშქრობისთვის აუცილებელია შესაბამისი აღჭურვილობა.
ქვემოთ გთავაზობთ ჩემს პირად "ჩექლისთს", თუ რა დამაქვს ერთ, ორ და მრავალდღიან ლაშქრობებში. გაითვალისწინეთ, რომ ეს არც ამომწურავი სიაა და არც დაჟინებული რეკომენდაცია. ეს არის ის სია, რასაც პირადად მე ვიყენებ მოსამზადებლად. არსებობს სხვა მსგავსი სიებიც, მაგალითად, იხილეთ მოლაშქრეზე.

გაითვალისწინეთ კიდევ ერთიც: ის, რომ თქვენ სრული სალაშქრო აღჭურვილობა გაქვთ, არ ნიშნავს, რომ ყველა გასვილისას ყველაფერს ზურგჩანთაში ჩაყრით და თან ატარებთ.

ფოტოგრაფი მოლაშქრეებისთვის მაქვს ცალკე სტატია, ლაშქრობა და ფოტოგრაფია, გადახედეთ.

თუ გაქვთ კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ეს სია, მომწერეთ ან დატოვეთ კომენტარი. წარმატებულ ლაშქრობებს გისურვებთ!




1 comment: