Thursday, May 1, 2014

ლეიბორისტული პოსტი

პოსტი 1 მაისთან დაკავშირებით
დაჰკარ დაჰკარ
მე წინა ცხოვრებაშიც ვვლოგერობდი. ცოტა უხარისხოდ, მაგრამ რაღაცები შემომრჩა იქედან მაინც. ეს ერთ-ერთია (დაწერილია 2010 წელს). მცირე კვლევის შედეგები:

ირგვლივ სულ წუწუნი მესმის – რამდენს ვმუშაობთ, ძალიან ვიღლებით და ა.შ. წუწუნი მესმის ჩემი თავიდანაც. ჰოდა რომ გამეგო, რამდენად გამართლებულია ჩვენი წუწუნ–ბუზღუნი, პატარა მოკვლევა ჩავატარე ინტერნეტში.
აღმოჩნდა, რომ კვირაში საშუალოდ  სამუშაო საათების ხანგრძლივობით ლიდერი ქვეყნები არიან ჰონგ კონგი, კოლუმბია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პერუ და ტაილანდი. ამ ქვეყნებში კვირაში 48 საათს მუშაობენ! შედარებისთვის, ჩვენი კვირეული სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 40 საათით. 



მაგრამ წუწუნის მიზეზს გვიტოვებს ჩვენი მარადჟამს მანუგეშებელი ევროპა. უმეტეს ქვეყნებში სამუშაო საათების ხანგრძლივობა 40–ს არც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად – საფრანგეთსა და გერმანიაში კვირაში 35 საათს მუშაობენ, ფინეთში 36–ს, დანარჩენ ქვეყნებში კი ძირითადად 37–ს. ევროპამ რომ გაიგოს, ჩვენ 40 საათს ვმუშაობთ კვირაში, შეშფოთდება უეჭველი! საერთოდ აღმოჩნდა, რომ ევროპაში გეზი აქვთ აღებული პროდუქტიულობის გაზრდის ხარჯზე სამუშაო საათების შემცირებისკენ.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: თურმე ყველაზე ბევრს ადამიანები 1800–იან წლებში მუშაობდნენ – წელიწადში საშუალოდ 3100–3600 საათს, რაც კვირაში 60–70 საათ მუშაობას უდრის. ყველაზე ცოტას კი 2004 წელს გერმანელი full-time მუშები – წელიწადში 1400 საათს (კვირაში დაახლოებით 27 საათი).

დასვენების დღეებზე გადავიდეთ (შაბათ–კვირა არ იგულისხმება, ცხადია). ყველაზე ბევრი უქმე დღე აღმოჩნდა, რომ ნეპალში აქვთ (24). ისე, მადლია ნეპალისთვის, ისინი ხომ კვირაში 48 საათს მუშაობენ :) ნეპალს ფეხდაფეხ მისდევს ირანი (21), ინდოეთი (21), მიანმა (19) და ჩვენი მეზობელი აზერები (19). კვლავ შევედაროთ: ჩვენ წელწადში 17 დასვენების დღე გვაქვს.

ბონუსად: საინტერესო ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:

  • გვატემალაში ქალები დღეში 11.5 საათს მუშაობენ, სამხრეთ აფრიკაში კაცები კი დღეში 4.5 საათს;
  • ჩეხ ან სლოვაკ კაცს ხომ არ ეძებთ? – ქარხნებში ეძებეთ, მათი უმეტესობა სწორედ ქარხნებში ყოფილა დასაქმებული;
  • დანიელი მუშები თურმა 150–ჯერ მეტჯერ აწყობენ გაფიცვებს, ვიდრე მეზობელი გერმანელები (გერმანელებს რა ენაღვლებათ, ისედაც 35 საათს მუშაობენ კვირაში);
  • სამსახურს ეძებთ? ნუ წახვალთ არალეგალად დასავლეთში ან მომვლელად საბერძნეთში – წადით ფოლკლენდის კუნძულებზე. იქ 100%–იანი დასაქმება და მუშახელის ნაკლებობაა!
  • აშშ–ში 18 წლიდან 38 წლამდე საშუალოდ 10 სამუშაო ადგილის გამოცვლას ასწრებენ;
  • თურმე სამუშაო ადგილის შეცვლის მიზეზი მხოლოდ 6–14%–ში ხდება ცუდი შედეგები. ძირითადად პირადული მიზეზებით მიდიან ან უშვებენ სამსახურიდან;


No comments:

Post a Comment