Tuesday, May 6, 2014

ფოტოაპარატის უსაფრთხოება ლაშქრობაში

ლაშქრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ შეიძლება მოხდეს ყველაფერი გაუთვალისწინებელი.
  • ამინდი წინასწარ შეამოწმეთ და 50 კილომეტრში ღრუბელიც კი არ უნდა ყოფილიყო? ლაშქრობაში მაინც იწვიმებს! 
  • რუკაზე დატანილი ბილიკის არსებობის დაიჯერეთ? ეს ბილიკი შარშან მეწყერმა წაიღო, მოგიწევთ გაუკვალავში დაშვება. 
  • ბავშვობიდან გახსოვდათ, რომ იქ მხოლოდ პაწაწინა ღელე ჩამოდიოდა? ახლა ეს ღელე დაკაცდა და უკვე მდინარეა. 
  • და ა.შ.


თუ თქვენ ტოპ კლასის სუპერ ძვირი ციფრული ფოტოაპარატი არ გაქვთ, მაშინ მოგიწევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და დაიცვათ ის მტვრისკან, წყლისგან, ნესტისგან, დაცემისგან და ავი თვალისგანაც. Nikon-ის მხოლოდ რამდენიმე არსებულ მოდელს აქვს წვიმისგან და მტვრისგან დაცვის მიზნით შექმნილი კორპუსი. მთი ფასი $2,900-დან იწყება. აი ლინზები კი, განსაკუთრებით ზუმ-ლინზები, თითქმის დაუცველია მტვრისა და წყლისგან. ამ პოსტში ხიფათის შესაძლო წყაროებისგან დაცვაზე ცალცალკე ვისაუბრებ.


ტრანსპორტირება
ლაშქრობაში ფოტოაპარატის წაღებისას ერთდროულად უდა გაითვალისწინოთ ორი რამ: მისი უსაფრთხოება და, ამავდროულად, მოხმარების სიმარტივე. ცხადია, შეგიძლიათ რკინის ქეისით ატაროთ. იქნება ძალიან დაცული, მაგრამ მოუხერხებელი.ანდა პირიქით, კისერზე ჩამოკიდული - მაშინ სულ მზად იქნებით გადასაღებად, მაგრამ აპარატის დაზიანების დიდი რისკია.

ჩემი პირველი რჩევა იქნება გადაადგილებისას ფოტოაპარატი შენახული გქონდეთ ჩანთაში. არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ კისერზე ჩამოკიდული და, მით უმეტეს, ხელით. ათასში ერთხელ მაინც აგიცდებათ ფეხი და შეიძლება გატეხოთ. 

მოლაშქრე ფოტოგრაფებისთვის არსებობს სპეციალური ზურგჩანთები. სამწუხაროდ, ისინი საკმაოდ ძვირია. თუ მაინც გემეტებათ, მაშინ შეიძინეთ Lowepro Rover Pro სერიიდან რომელიმე. არის 35 და 45 ლიტრიანი ძალიან მაგარი ზურგჩანთები. შეიძინეთ B&H-ზე.


თუ თქვენც ჩემსავით გეძვირათ, მაშინ მაინც იქონიეთ ცალკე ჩანთა თქვენი ფოტო აღჭურვილობისთვის. ძალიან მოსახერხებელი და ხელმისაწვდომია Lowepro-ს მხარზე გადასაკიდი მოდელები. მხარზე გადასაკიდი იმიტომ, რომ სხვა ნივთებს ისედაც სალაშქრო ზურგჩანთაში ჩააწყობთ. ჯერ მოიკიდეთ ფოტოაპარატის სამხრე, შემდეგ ზემოდან ზურგჩანთა. ასე უფრო მოსახერხებელია. ესეც ჩემი ჩანთები 1-დღიანი გასვლისას:

ჩემი ჩანთები ერთდღიანი ლაშქრობისთვის
წვიმისგან დაცვა

თუ გაითვალისეინებთ ჩემს რჩევას ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მაშინ მოძრაობისას ფოტოაპარატი წვიმისგან სრულად დაცული იქნება. გარდა იმისა, რომ ფოტო-ჩანთას აქვს თავისი წვიმისგან დამცავი შალითა, მე, როგორც წესი, მას ჩემი საწვიმარის შიგნით ვაქცევ ხოლმე. ამგავარად წვიმა ფოტოაპრატამდე ვერასდროს აღწევს.

თუ თქვენ მაინცდამაინც წვიმიან ამინდში მოგინდათ გადაღება, მაშინ უნდა იქონიოთ ფოტოაპარატის და ლინზის წვიმისგან დამცავი. ასეთების ფასი ამაზონზე და იბეიზე $5-დან იწყება და ხარისხის და კომფორტის ზრდასთან ერთა ძვირდება. მე მაქვს ყველაზე უბრალო, ამაზონზე ვიყიდე და სულ თან დამაქვს ლაშქრობებში. ადგილს ჩანთაში საერთოდ არ იკავებს და წონაც არ აქვს.



მტვრისგან დაცვა
მოერიდეთ ლინზის შეცვლას ბუნებაში. ამით თქვენს სენსორს დაიცავთ მტვრისგან.
მაგრამ მტვერი შეიძება მოხვდეს თქვენი ლინზის შიგნითაც. ეს საფრთხე განსაკუთრებით ზუმ ლინზებს აქვთ, რომლებიც ზომაში იზრდებიან დაზუმებისას. ლინზის ასეთი კონსტრუქცია საკმაოდ არამდგრადია და მასში არსებული ღრეჭოებიდან მტვრის ნაწილაკები ლინზის შიგნით შეიძლებ აღმოჩნდეს. 

საერთოდაც, მოერიდეთ ლინზის ტარებას დაზუმებულზე, ანუ, როცა ლინზა ზომაში გაზრდილია. ამ დროს მისი კონსტრუქცია ყველაზე ნაკლებად მდგრადია და მცირე მიჯახებითაც შეიძლება დაზიანდეს.

ელემენტების გაფრთხილება
ელემენტები სიცივეში ადვილად ჯდება, ამიტომ განსაკუთრებული სიცივის შემთხვევაში სათადარიგო ელემენტებს ყოველთვის ტანსაცმელში გახვეულს ვინახავ. თუ კარავში აპირებთ დარჩენას, სხეულის სითბოს გამოყენებაც კარგი აზრია.

No comments:

Post a Comment