Thursday, August 7, 2014

რატომ არ ვარგა იაფი ფილტრები, ნაწილი 1

ბევრისგან გამიგია, რომ გადაღებისას დამცავ (ე.წ. ულტრაიისფერ, ანუ UV) ფილტრს  არ ხმარობენ, რადგან სურათს აფუჭებს. ამაში, ცხადია, უნდა იყოს სიმართლის მარცვალი, მაგრამ მე ფაქტობრივ დონეზე არ ვიცოდი, რა განსხვავება შეიძლება იყოს ფილტრით და მის გარეშე გადაღებულ სურათებს შორის. ამიტომ, ექსპერიმენტი ჩავატარე.
photo by Ashley Pomeroy

სამწუხაროდ UV ფილტრში ძვირის გადახდა არასდროს მომსვლია თავში აზრად და მხოლოდ იაფიანები მაქვს ყველა ლინზისთვის. ეს ტესტი ჩავატარე 50 მილიმეტრიანი ლინზით, რომლისთვისაც მაქვს Rocketfish-ის წარმოების ულტრაიისფერი დამცავი (RF-UVF52, ფასი $8). სურათები გადავიღე ფილტრით და მის გარეშე. მაღალი ხარისხის ფილტრი რომ მქონოდა, იმითაც ვნახავდი, მაგრამ რავუყოთ. ღარიბული ტესტის შედეგები ასეთია:

Nikon 50mm 1.8D ფილტრის გარეშე

Nikon 50mm 1.8D ფილტრით
ფილტრების ტესტის შემდეგი ეტაპი იქნება რეალურ პირობებში შემოწმება ანარეკლზე, ფერების გადმოცემის ხარისხზე და ა.შ. აგრეთვე, ვაპირებ შევამოწმო ჩემი სხვა ფილტრებიც (პოლარიზატორი და ND).
შედეგებს მომდევნო პოსტში შემოგთავაზებთ.

No comments:

Post a Comment