Wednesday, August 13, 2014

რჩეული პროექტები Kickstarter-ზე #1

ჩემი რიგითი გასართობი არის ქიქსთართერის (Kickstarter) პროექტების დათვალიერება. განსაკუთრებით მომწონს ფოტოგრაფიასთან, დიზაინთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტები. გადავწყვიტე, პერიოდულად ბლოგზე დავდო ჩემი რამდენიმე რჩეული. ჯერ არ ვიცი, რა პერიოდულობით განვაახლებ ხოლმე ამ სერიას, სავარაუდ თვეში 2-ჯერ.

ამ დროისთვის ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული პროექტებიდან ჩემი ფავორიტების სამეული ასე გამოიყურება:

1. ფოტოაპარატის საკიდები Slide და Clutch 



მწარმოებელ Peak Design-ის ახალი პროდუქტები ქიქსთართერზე 17 ივნისს გამოჩნდა და უკვე 1,451%-ით არის დაფინანსებული. ეს არის ფოტოაპარატების ერგონომიული საკიდების ახალი სერია. მე სწორედ ასეთ საკიდებს ვეძებდი ბოლოხანს და საჭირო დროს გამოჩნდა ეს პროექტიც. საკიდები გაყიდვაში ჯერ არ არის, სავარაუდოდ ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი მათი ყიდვა.


2. VIDDY - პინჰოულ კამერა, რომელსაც თქვენით ააწყობთ 30 წუთში


ეს პროექტი ფოტოგრაფიის საწყისებში გვაბრუნებს. კელი ანგუდის (Kelly Angood) მიერ შექმნილი მუყაოს ნაწილები ინსტრუქციასთან ერთად მოდის და მისი აწყობა თქვენით შეგიძლიათ. შედეგად, იღებთ პრიმიტიულ ფოტოაპარატს და კრეატიული შედეგების ზღვას.



3. MIOPS - ფოტოაპარატის სმარტფონით მართვადი პულტი

პროექტის ავტორების აღწერით, ეს პულტზე მეტია. მისი საშუალებით შესაძლებელია მაღალი სიჩქარით სურათების გადაღება, შესაბამისად, შეგიძლიათ გადაიღოთ ელვა, ბუშტის გახეთქვა, თქვენი კატის დაცემინება და კიდევ ათასი სისულელე. პროექტი უკვე დაფინანსებულია და გასაყიდად მალე გამოვა.




No comments:

Post a Comment