Saturday, September 27, 2014

Nikon #D750 პირველი შთაბეჭდილებები

სულ რამდენიმე საათია მივიღე ახალი Nikon D750 და ამ მოკლე პოსტით მინდა უცებ გაგიზიაროთ პირველი შთაბეჭდილებები. ვრცლად იმაზე, თუ რა განსჯის პროცესი გავიარე აქამდე, ცალკე პოსტად მინდა დავწერო.


აპარატი არის ძალიან მსუბუქი
ჰო, იმდენად მსუბუქი, რომ იფიქრებ სათამაშოაო. ერთი შეხედვით, ჩემს D90-ზე უფრო მსუბუქია, თუმცა ზომით ოდნავ მოზრდილი. ეს ცოტა დისკომფორტს მიქმნის ამჟამად, თუმცა მიჩვევადია. მე ყოველთვის წარმომედგინა, რომ "პრო" კორპუსი "შედარებით" მძიმე და დიდი უნდა ყოფილიყო მაგნეზიუმის კონსტრუქციის გამო. მაგრამ ბოლოდროინდელი ტენდენცია ამის საწინააღმდეგოა - ამის დასტურია D750-ც. ალბათ ეს ახალი რეალობაა რამდენიმე წელში DSLR კამერების უმრავლესობა ასეთი იქნება - მაგნეზიუმისა და კარბონის ნაჯვარი.

გადმოსაშლელი ეკრანი - NOT FOR SELFIES
ჰო, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც ავირჩიე D750. ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ. მყარი და გამძლე ჩანს. ძალიან განსხვავდება სამოყვარულო კლასის კორპუსებისგან, რომლებსაც გადმოსაშლელი ეკრანები აქვთ, ისინი აშკარად "სელფების" გადასაღებადაა შექმილი, რადგან საშუალება აქვს ლინზის მხარეს შემოაბრუნო.


დამხმარე ეკრანი ძალიან პატარაა
ეს კიდევ ერთი სიახლეა, რასაც უნდა შევეგუო. დამხმარე ეკრანი ძალიან პატრაა, ალბათ ყველაზე პატარა ნიკონის მოდელებს შორის. არ ვიცი რამ განაპირობა ეს ცვლილება, მე ძალიან აქტიურად ვიყენებ ამ ეკრანს და ცოტა არ იყოს დისკომფორტს მიქმნის ამ დროისთვის.
D90-ის და D750-ის დამხმარე ეკრანების ზომები

wi-fi
ეს პირველი მოდელია ნიკონის ფულფრეიმის ხაზში, რომელსაც ჩაშენებული wi-fi აქვს. ბოლო დღეებში რამდენიმე სტატია წავიკითხე, სადაც აღნიშნავენ, რომ სმარტ-მოწყობილობის (ტელეფონი, აიპადი, ა.შ.) მიერთებისას აპარატი არ ითხოვს კოდური სიტყვის შეყვანას, რაც მას დაუცველს ხდის. ეს ჯერ არ გამიტესტავს, თუმცა ვეჭვობ რამე დაცვა აუცილებლად იქნება ჩადებული.

ჯამში ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. უფრო ვრცელ სტატიებს ელოდეთ მოგვიანებით.

No comments:

Post a Comment