Friday, September 5, 2014

განხილვა: Lowepro Fastpack 350 #review

ადრე თუ გვიან ყველა ფოტოგრაფის ცხოვრებაში დგება ზურგჩანთაში ინვესტირების დრო. როცა ფოტოაპარატის მხარზე გადასაკიდ ჩანთასთან ერთად გინდათ თან წაიღოთ ლეპტოპი, პირადი ნივთები, არჩევანი ორია: თან ატაროთ 2-3 ჩანთა, ან იყიდოთ ერთი, სადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ მოთავსდება ეს ყველაფერი. სამი წლის წინ მე პირველად გავიმეტე 100+ ლარი ამ კომფორტისთვის.

კონსტრუქცია

ლოვეპროს დიზაინერებმა გააკეთეს ძალიან მარტივი რამ. აიღეს ლეპტოპის ჩანთა, ფოტოაპარატის ჩანთა, მიაბეს ერთმანეთს და დაუმატეს სათავსო პირადი ნივთებისთვის. ხომ მარტივია? ამავე დროს ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულიც. 
Fastpack სერიის ჩანთები არსებობს სამი სხვადასხვა ზომის (150, 250, 350). მე მაქვს ყველაზე დიდი ვერსია, 350, რადგან მოგზაურობისთვისაც ვიყენებ. ეს პოსტი სწორედ ამ მოდელის განხილვაა, თუმცა მახასიათებლების უმეტესობა იგივე დანარჩენი ორი ჩანთისთვისაც. მატერია არის წყალგამძლე, მაგრამ არა წყალგაუმტარი, ასე რომ მდინარეში ნუ ჩაყვინთავთ, წვიმის კი არ შეგეშინდეთ. ფოტოაპარატის დანაყოფს აქვს მოსახერხებელი ტიხრები, რომელიც თქვენ გემოზე შეგიძლიათ განალაგოთ.

ტევადობა

  • ლეპტოპის დანაყოფი იტევს მაქსიმუმ 17''-იანი ეკრანის მქონე მოწყობილობას. 
  • ფოტოაპარატის დანაყოფი იტევს პრო-კამერას ბუსტერთან ერთად, ზედ მიმაგრებული 70-200 მმ ლინზით. ასევე, დამატებით განათებას (მაქს 2) და სხვა აქსესუარებს. თუ უფრო პატარა ლინზას დაატარებთ, შეგიძლიათ დამატებით 2-3 ლინზაც მოათავსოთ.
  • პირადი ნივთების დანაყოფში მე, როგორც წესი, მიდევს საწვიმარი ან ქურთუკი, საფულე, რვეული, აიპოდი და ა.შ. საკმაოდ ტევადია.
  • აქვს ტამატებითი სათავსოები ფოტო აქსესუარებისთვის

დადებითი

ძალიან კარგი ზურგჩანთაა, გამძლე, ხარისხიანი, ტევადი. მოგზაურობისას სულ ამით დავდივარ. მოსახერხებელია თვითმფრინავშიც. არ აქვს მეტალის კონსტრუქცია, რაც შეიძლება პრობლემა იყოს აეროპორტში. გამომიყენებია 1-2 დღიან ლაშქრობებშიც და საკმაოდ წარმატებით. სპორტის გადასაღებად ამ ჩანთით დავდივარ, იქვე მაქვს ლეპტოპიც, რაც ძალიან მოსახერხებელია.

უარყოფითი

საზურგე - სამწუხაროდ საზურგეს არ აქვს კონდენცირება. თუ ბევრს დადიხართ ამ ჩანთით, გამოსაცვლელი მაისურიც თან უნდა იქონიოთ. 
სასურველი იქნებოდა, ქვედა სარტყელს ჰქონდეს პატარა ჯიბე, სადაც შევძლებდი ტელეფონის შენახვას.
კარგი იქნებოდა, შტატივის სამაგრიც ჰქონდეს.
3 წლიანი გამოცდილების შედეგად სხვა ცუდი არაფერი მახსენდება ამ ჩანთაზე.

სად ვიყიდოთ:

საქართველოში იყიდება რამდენიმე მაღაზიაში. რეკლამა რომ არ გამოვიდეს, მომწერეთ და მიგასწავლით.
ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ჩემს საყვარელ B&H-ში

რომ შევაჯამო 10 ვარსკვლავიდან:
გამძლეობა - 9
ტევადობა - 9
საიმედოობა - 10
value4money - 10

3 comments:

  1. კარგია ასეთი ინფორმაციული პოსტები შესაბამისი ფოტოებით

    ReplyDelete
  2. ქეთი, მადლობა!
    ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ სამომავლოდ მგონი მეტ განხილვას დავწერ

    ReplyDelete
  3. დადებითს დავუმატებდი კიდევ ორ + ზურგჩანთა მუშაობის პროცესში ბევრად უფრო მოსახერხებელია და ნაკლებად გღლის და გიშლის ხელს მუშაობაში, გამოცდილებიდან გამომდინარე შემიზლია ვთქვა თუ აქტიურად იყენებ ჩვეულებრივ ჩანთას აუცილებლად მიიღებ ხერხემლის გამრუდებას :დ

    ReplyDelete