Tuesday, October 28, 2014

სარაგბო ნოემბერი: მედია აკრედიტაცია და აქვე ერთი იდეა!


რამდენიმე წელია ნოემბერი სარაგბო თვედ იქცა. წელსაც, შარშანდელის არ იყოს, ძლიერი მეტოქეები გვყავს. 8 ნოემბერს თბილისში, მესხზე მივიღებთ ტონგას (IRB-ის რეიტინგში ამჟამად #13), შემდეგ 16 ნოემბერს დუბლინში, ავივა სთედიუმზე ირლანდიის წინააღმდეგ ვითამაშებთ (რეიტინგში #5), ხოლო 23 ნოემბერს კვლავ თბილისში, მესხზე იაპონიის ნაკრებს შევხვდებით (#11 რეიტინგში). ჟურნალისტებისთვის მედია აკრედიტაცია უკვე დაიწყო და 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. მეტი ინფო იხილეთ საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე. დამწყებ ფოტოგრაფთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, თუ რაგბის გადაღება გინდათ, აკრედიტაციის გასავლელად მხოლოდ თქვენი სურვილიც საკმარისი იქნება. გამოცდილება, გადასახდელი თანხა - არ მოითხოვება. თუმცა საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ და ის წესები დაიცვათ, რასაც კავშირში აგიხსნიან. იქამდე, მე მაქვს ერთი იდეა, რაც განსაკუთრებით დამწყებ ფოტოგრაფებს დაგაინტერესებთ:


პირველ ცდაზე დიდი რაგბის გადაღება ადვილი არ იქნება. ამავდროულად, საინტერესოა შეამოწმოთ თქვენი ფოტოაღჭურვილობა რის საშუალებას გაძლევთ. მეც უკვე ივნისის შემდეგ აღარ გადამიღია რაგბი და ახალი კამერის გატესტვაც მინდა. ტონგას წინააღმდეგ თამაშამდე ერთი შაბათ-კვირაა და, თუ არ ვცდები, საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტური იმართება ამ დროს. ვაპირებ ერთ-ერთ თამაშს დავესწრო და გადავიღო სურათები, ასე ვთქვათ, გავხურდე დიდ თამაშამდე. დამწყებ ფოტოგრაფებსაც იგივეს ვურჩევდი, ვისაც აკრედიტაციის გავლა და ნაკრების თამაშების გადაღება უნდა.

ეს არისსაქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სატურნირო მდგომარეობა

ხოლო მე-7 ტურის მატჩები განრიგი:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რაგბის კავშირს. თუ რამეს გავიგებ უმაღლესი ლიგის თამაშებზე აკრედიტაციის საჭიროებასთან დაკავშირებით, ამ პოსტს განვაახლებ.

ბოლოს, ეს გახლავთ IRB-ის მსოფლიო რეიტინგი დღეის მდგომარეობით.
IRB რეიტინგი 28/X/2014 მდგომარეობით

No comments:

Post a Comment