ეს არის ნიკონის ორი ფიქსირებული ლინზის სურათის ხარისხის შედარება. ამ შედარების პირველი ნაწილი იყო ლინზების ზომა-წონის მიმოხილვა.
50mm 1.8D და 50mm 1.4G
ამ პოსტისთვის ორივე ლინზა მივუმაგრე Nikon D90-ს, რომელიც, თავის მხრივ, შტატივზ დავამაგრე და დისტანციური პულტით ვმართავდი. სურათები გადაღებულია ერთი და იგივე პარამეტრებით, მხოლოდ დიაფრაგმას ვცვლიდი:
სამი კვირის წინ დავწერე ნიკონის ლინზებზე ყოველწლიური ფასდაკლელებისშესახებ. პირადად ვისარგებლე ამ შემთხვევით და შევიძინე ნიკონის 50mm f/1.4G ლინზა. რადგან ახლა უკვე ორი 50 მილიმეტრიანი ლინზა მაქვს ჩანთაში, გთავაზობთ ამ ორი სტანდარტული ლინზის შედარებას.
ვიცი, რომ ვაშლს ვაშლს არ ვადარებ (comparing apples to apples), მაგრამ თუ თქვენ უკვე გაქვთ 1.8D და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა მისი განახლება, იმედია ეს შედარება გამოგადგებათ.
პროდუქტის სახელი: X-Mini II Portable Capsule Speaker
აღწერა: პორტაბელური დინამიკი ფასი: $15-$20 ბმული: შეიძინეთ ამაზონზე
ეს არის პორტაბელური დინამიკი. იდეალურია მოგზაურობისთვის, ლაშქრობებისთვის, პიკნიკებისთვის ან ოფისისთვის. პირველად 6 თვის წინ შევიძინე და დღემდე გამართულად მუშაობს. ხმა საკმაოდ ძლიერი აქვს და, ამავდროულად, ხარისხიანი. ამ დინამიკის მთავარი ხიბლი ალბათ იმაშია, რომ ბასები ძალიან კარგად ისმის. ამავდროულად, თუ რამდენიმე მათგანს შეიძენთ, შესაძლებელია ერთმანეთს დაუკავშიროთ და სტერეო ეფექტი შექმნათ.
კომპლექტში შედის ერთი დინამიკი, ერთი შალითა და USB კაბელი მის დასატენად.
ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ - არ შეინახოთ დინამიკი დახურულ მდგომარეობაში დიდხანს, თორემ მერე აღარ გაიშლება ბოლომდე და ბასების ეფექტს დაკარგავს. ამ სურათზე მარცხნივ ახალი დინამიკია, ხოლო მარჯვნივ ძველი, რომელსაც გარკვეული დროით ვინახავდი დახურულს.
დინამიკები როცა გახსნილია, ბასები უკეთ ისმის. დახურული კი ძალიან კომპაქტურია.
ეს კი ვიდეო, თუ როგორ შეიძლება დაუკავშიროთ ორი ასეთი დინამიკი ერთმანეთს უკეთესი ხმის მისაღებად: