ადრე თუ გვიან ყველა ფოტოგრაფის ცხოვრებაში დგება ზურგჩანთაში ინვესტირების დრო. როცა ფოტოაპარატის მხარზე გადასაკიდ ჩანთასთან ერთად გინდათ თან წაიღოთ ლეპტოპი, პირადი ნივთები, არჩევანი ორია: თან ატაროთ 2-3 ჩანთა, ან იყიდოთ ერთი, სადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ მოთავსდება ეს ყველაფერი. სამი წლის წინ მე პირველად გავიმეტე 100+ ლარი ამ კომფორტისთვის.
Showing posts with label review. Show all posts
Showing posts with label review. Show all posts
Friday, September 5, 2014
Thursday, March 6, 2014
გვერდიგვერდ: Nikkor 50mm 1.8D vs Nikkor 50mm 1.4G სურათის ხარისხის შედარება
ეს არის ნიკონის ორი ფიქსირებული ლინზის სურათის ხარისხის შედარება. ამ შედარების პირველი ნაწილი იყო ლინზების ზომა-წონის მიმოხილვა.
ამ პოსტისთვის ორივე ლინზა მივუმაგრე Nikon D90-ს, რომელიც, თავის მხრივ, შტატივზ დავამაგრე და დისტანციური პულტით ვმართავდი. სურათები გადაღებულია ერთი და იგივე პარამეტრებით, მხოლოდ დიაფრაგმას ვცვლიდი:
![]() |
| 50mm 1.8D და 50mm 1.4G |
ამ პოსტისთვის ორივე ლინზა მივუმაგრე Nikon D90-ს, რომელიც, თავის მხრივ, შტატივზ დავამაგრე და დისტანციური პულტით ვმართავდი. სურათები გადაღებულია ერთი და იგივე პარამეტრებით, მხოლოდ დიაფრაგმას ვცვლიდი:
- ფოკუსის რეჟიმი: MANUAL
- ექსპოზიციის რეჟიმი: A (დიაფრაგმის პრიორიტეტი)
- ფერთა ბალანსი: MANUAL
- ISO 200
- სურათის რეჟიმი: სტანდარტული
- განათების გარეშე / flash off
ყველა სურათი მოცემულია დაუმუშავებლად.
1) დიაფრაგმა f/1.4
გვერდიგვერდ: Nikkor 50mm 1.8D / Nikkor 50mm 1.4G
სამი კვირის წინ დავწერე ნიკონის ლინზებზე ყოველწლიური ფასდაკლელების შესახებ. პირადად ვისარგებლე ამ შემთხვევით და შევიძინე ნიკონის 50mm f/1.4G ლინზა. რადგან ახლა უკვე ორი 50 მილიმეტრიანი ლინზა მაქვს ჩანთაში, გთავაზობთ ამ ორი სტანდარტული ლინზის შედარებას.
ვიცი, რომ ვაშლს ვაშლს არ ვადარებ (comparing apples to apples), მაგრამ თუ თქვენ უკვე გაქვთ 1.8D და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა მისი განახლება, იმედია ეს შედარება გამოგადგებათ.
ვიცი, რომ ვაშლს ვაშლს არ ვადარებ (comparing apples to apples), მაგრამ თუ თქვენ უკვე გაქვთ 1.8D და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ, გინდათ თუ არა მისი განახლება, იმედია ეს შედარება გამოგადგებათ.
Thursday, January 23, 2014
პროდუქტის მიმოხილვა: X-Mini II Portable Capsule Speaker
პროდუქტის სახელი: X-Mini II Portable Capsule Speaker
აღწერა: პორტაბელური დინამიკი
ფასი: $15-$20
ბმული: შეიძინეთ ამაზონზე
ეს არის პორტაბელური დინამიკი. იდეალურია მოგზაურობისთვის, ლაშქრობებისთვის, პიკნიკებისთვის ან ოფისისთვის. პირველად 6 თვის წინ შევიძინე და დღემდე გამართულად მუშაობს. ხმა საკმაოდ ძლიერი აქვს და, ამავდროულად, ხარისხიანი. ამ დინამიკის მთავარი ხიბლი ალბათ იმაშია, რომ ბასები ძალიან კარგად ისმის. ამავდროულად, თუ რამდენიმე მათგანს შეიძენთ, შესაძლებელია ერთმანეთს დაუკავშიროთ და სტერეო ეფექტი შექმნათ.
კომპლექტში შედის ერთი დინამიკი, ერთი შალითა და USB კაბელი მის დასატენად.

დინამიკები როცა გახსნილია, ბასები უკეთ ისმის. დახურული კი ძალიან კომპაქტურია.
ეს კი ვიდეო, თუ როგორ შეიძლება დაუკავშიროთ ორი ასეთი დინამიკი ერთმანეთს უკეთესი ხმის მისაღებად:

ერთი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ - არ შეინახოთ დინამიკი დახურულ მდგომარეობაში დიდხანს, თორემ მერე აღარ გაიშლება ბოლომდე და ბასების ეფექტს დაკარგავს. ამ სურათზე მარცხნივ ახალი დინამიკია, ხოლო მარჯვნივ ძველი, რომელსაც გარკვეული დროით ვინახავდი დახურულს.
დინამიკები როცა გახსნილია, ბასები უკეთ ისმის. დახურული კი ძალიან კომპაქტურია.
ეს კი ვიდეო, თუ როგორ შეიძლება დაუკავშიროთ ორი ასეთი დინამიკი ერთმანეთს უკეთესი ხმის მისაღებად:
Subscribe to:
Posts (Atom)