Tuesday, June 17, 2014

#IRBTC2014 დღე 2, შესავალი

ხვალ, 18 ივნისს, IRB თბილისის თასის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება

  • 17:00    საქართველო - იაგუარები
  • 19:00    მზარდი იტალია - ესპანეთი
ამჟამად გათამაშებას იაგუარები ლიდერობენ, რადგან მათ შაბათს პრემიალური ქულა დაიმსახურეს 4+ გატანილი ლელოსთვის. საქართველო ამჟამად მეორე ადგილზეა.

დღეს ოთხივე მონაწილე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება 22 კაციანი რაზმები. 

ბილეთები იყიდება რაგბის კავშირში, ხოლო ხვალ, თამაშის დღეს, გაიყიდება ავჭალის სტადიონის სალაროებში.

პირველი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე. ამავდროულად, IRB-ის ოფიციალურ ვებგვერდზე იწარმოებს ორივე მატჩის ლაივ-სტრიმინგი http://www.irb.com/live/video.html

No comments:

Post a Comment