Friday, June 13, 2014

რატომ არ უნდა წაშალოთ სურათები ფოტოაპარატში

"აუუ, მაჩვენე აბა რა გადამიღეეე". ეს ფრაზა ალბათ ყველას გეცნობათ. განსაკუთრებით ხშირად ისმის მდედრებისგან და ხშირად გრძელდება ფრაზით "აუუუ, ეს წაშალე რაა". ამას მოჰყვება ცივი უარი ჩემი მხრიდან და დაპირება, რომ არც ერთ ცუდ კადრს არ გამოვაქვეყნებ. ქვემოთ სტატიაში ვეცდები მოგიყვეთ, რატომ არასდროს ვშლი ფოტოაპარატიდან სურათებს.

სურათები ორ კატეგორიად შეიძლება დავყო: ერთი, რომლებსაც გადაღებისთანავე ვამჩნევ და ვიმახსოვრებ, რომ მომეწონა და მეორე, რომლებსაც მხოლოდ დიდ ეკრანზე ნახვისას აღმოვაჩენ და მერე მომწონს.

ზოგადად, ფოტოგრაფიული ჩვევაა, რომ გადაღებისთანავე შევამოწმო სურათი ფოტოაპარატის ეკრანზე. ხშირად ხდება ისე, რომ ამ პაწუკა ეკრანზე მოწონებული სურათი დიდ ეკრანზე უვარგისად მეჩვენება. გაქცეული ფოკუსი, გადღაბნილი კადრი, ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც შეიძლება დიდ ეკრანზე სურათი დავიწუნო. თუმცა ხდება საპირისპიროც. ხანდახან ერთი უბრალო და შემთხვევითი კადრი აღმოჩნდება ხოლმე მთელი სესიის საუკეთესო სურათი.

ამიტომ არის, რომ არასდროს ვშლი სურათებს ფოტოაპარატიდან. უფრო მეტიც, კომპიუტერში ვაარქივებ ყველას. ჩემი არქივის ზომა ტერაბაიტს აღწევს.  რა იცი როდის გადაათვალიერებ და რას აღმოაჩენ. მახსოვს დრო, როცა 1 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათი 60 ლარად შევიძინე. დღეს უკვე კაპიკები ღირს და თან უფრო ხელმისაწვდომია. სურათები ღვინოსავითაა, რაც უფრო ძველდება, უფრო ემატება ფასიც და ღირებულებაც.

5 comments:

  1. კი გეთანხმები.
    მაგრამ თან არ გეთანხმები.
    თვითკრიტიკულ ადამიანს არ მომწონს ჩემი თავი და არ მინდა, რომ ის კონკრეტული ცუდი სურათი არსებობდეს.

    ReplyDelete
    Replies
    1. აქაც გიპასუხო ბარემ, დარჩეს ისტორიას.
      არსებობს გამონაკლისები, როცა ვშლი სურათს. დაახლოებით ეგეთ სიტუაციაში, რაც შენ აღწერე, ოღონდ მეტი სიმძაფრის დროს. მაგრამ იშვიათი გამონაკლისია

      Delete
    2. უჰ, მე ძალიან არაფოტოგენური ვარ. ასე რომ, არ ვიცი, არ ვიცი :D
      ხოდა, სულ მინდოდა მეკითხა. რა ადგილებში იღებ ხოლმე სურათებს???
      ანუ, მე სად დავიწყო, ეგ მაინტერესებს. სად უნდა ვიბოდიალო ანუ.

      Delete
    3. ადგილი არაა მთავარი, გადაღება ყველგან შეიძლება. გააჩნია რისი გადაღება გინდა.

      Delete
    4. ეგეც არ ვიცი ჯერ. გზააბნეული კრავივით ვარ.

      Delete