Friday, June 13, 2014

#IRBTC2014 საქართველო - ესპანეთი, ვიცნობდეთ მეტოქეს

ხვალ, 14 ივნისს, 17:00-ზე დაიწყება #IRBTC2014 გათამაშება. გუნდების შემადგენლობები უკვე ცნობილია:




საქართველო

15 ბექა წიკლაური, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 რეზო გიგაური, 11 სანდრო თოდუა; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 გიორგი ბეგაძე /

1 ზურაბ ჟვანია, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი; 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე; 6 შალვა სუთიაშვილი^კაპ, 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 დიმიტრი ბასილაია *

მარქაფა: 22 მურაზ გიორგაძე, 21 ირაკლი ყიასაშვილი, 20 გიორგი როხვაძე / 16 სიმონ მაისურაძე,17 გიორგი მჭედლიშვილი, 18 ლაშა ლომიძე, 19 გივი ბერიშვილი

ესპანეთი

15 ხავიერ კარიონ, 14 ალბერტო დიას, 13 იგნასიო გუტიერეს-მიულერ, 12 დენიელ-როს სნი, 11 სერხიო ფერნანდეს;  10 მარიანო-ესეკიელ გარსია, 9 ფაკუნდო მუნიჯა /

1 ფრანსისკო-ხავიერ სანს, 2 ხუან ანაია, 3 ხესუს მორენო; 4 ალეხანდრო ბლანკო, 5 ვიკტორ სანჩეს; 6 მანუელ მორა, 7 ადამ-რობერთ ნიუთონ, 8 ხაიმე ნავა^კაპ *

მარქაფა: 22 პაბლო ფონტეს, 21 ალეხანდრო გუტიერეს-მიულერ, 20 ფრანსისკო კოპლეტ / 16 გაბრიელ-აგუსტინ ორტის, 17 რომენ აზენსი, 18 გიჯერმო ესპინოს, 19 ხოსე-ლუის დელ-ვაჯე

თბილისის თასის ყველა მატჩს შორის მხოლოდ ეს ერთია ჩვენთვის სარეიტინგო. ანუ, IRB-ს მსოფლიო რეიტინგზე გავლებას იქონიებს მატჩის შედეგი. ამჟამად მე-15 პოზიციაზე ვართ, რადგან კანადამ მარცხის შემდეგ ქულები დაკარგა.

წარსულში ესპანელებს 14-ჯერ შევხვედრივართ და დადებითი ბალანსი გვაქვს: 10 მოგება, 3 წაგება და ერთიც ფრე. ერთა თასის ქვეყნებიდან ყველაზე ნაკლებჯერ რუმინეთის შემდეგ სწორედ ესპანეთისთვის მოგვიგია, სამაგიეროდ, შინ არასდროს წაგვიგია.

აღსანიშნავია, რომ ესპანელთა 22 კაციან რაზმში არ არის მათი ვეტერანი კაპიტანი ფეიხო, რომელიც გუშინ პრესკონფერენციას ესწრებოდა, როგორც გუნდის კაპიტანი.

#IRBTC2014
სტატისტიკის წყარო www.qaflan.netai.net

No comments:

Post a Comment