ჩემი ერთ-ერთი გატაცება ღამის ფოტოგრაფიაა. პირველად 4 წლის წინ ვცადე ვარსკვლავების გადაღება და ეგრევე მოვიწამლე. აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის სურათების გადაღებას დიდი ინვესტიცია სჭირდება როგორც ფოტო-ტექნიკაში, ისე დროში. ბევრი უნდა წაიკითხო ინტერნეტში; სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები დაათვალიერო; იკითხო, როგორ გადაიღეს და, რაც მთავარია, შენითაც გაივარჯიშო პრაქტიკისთვის.
Thursday, May 8, 2014
Tuesday, May 6, 2014
ფოტოაპარატის უსაფრთხოება ლაშქრობაში
ლაშქრობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ის არის, რომ შეიძლება მოხდეს ყველაფერი გაუთვალისწინებელი.
- ამინდი წინასწარ შეამოწმეთ და 50 კილომეტრში ღრუბელიც კი არ უნდა ყოფილიყო? ლაშქრობაში მაინც იწვიმებს!
- რუკაზე დატანილი ბილიკის არსებობის დაიჯერეთ? ეს ბილიკი შარშან მეწყერმა წაიღო, მოგიწევთ გაუკვალავში დაშვება.
- ბავშვობიდან გახსოვდათ, რომ იქ მხოლოდ პაწაწინა ღელე ჩამოდიოდა? ახლა ეს ღელე დაკაცდა და უკვე მდინარეა.
- და ა.შ.
თუ თქვენ ტოპ კლასის სუპერ ძვირი ციფრული ფოტოაპარატი არ გაქვთ, მაშინ მოგიწევთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და დაიცვათ ის მტვრისკან, წყლისგან, ნესტისგან, დაცემისგან და ავი თვალისგანაც. Nikon-ის მხოლოდ რამდენიმე არსებულ მოდელს აქვს წვიმისგან და მტვრისგან დაცვის მიზნით შექმნილი კორპუსი. მთი ფასი $2,900-დან იწყება. აი ლინზები კი, განსაკუთრებით ზუმ-ლინზები, თითქმის დაუცველია მტვრისა და წყლისგან. ამ პოსტში ხიფათის შესაძლო წყაროებისგან დაცვაზე ცალცალკე ვისაუბრებ.
Monday, May 5, 2014
მეგაპიქსელებზე
Thursday, May 1, 2014
ლეიბორისტული პოსტი
პოსტი 1 მაისთან დაკავშირებით
![]() |
| დაჰკარ დაჰკარ |
ირგვლივ სულ წუწუნი მესმის – რამდენს ვმუშაობთ, ძალიან ვიღლებით და ა.შ. წუწუნი მესმის ჩემი თავიდანაც. ჰოდა რომ გამეგო, რამდენად გამართლებულია ჩვენი წუწუნ–ბუზღუნი, პატარა მოკვლევა ჩავატარე ინტერნეტში.
აღმოჩნდა, რომ კვირაში საშუალოდ სამუშაო საათების ხანგრძლივობით ლიდერი ქვეყნები არიან ჰონგ კონგი, კოლუმბია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პერუ და ტაილანდი. ამ ქვეყნებში კვირაში 48 საათს მუშაობენ! შედარებისთვის, ჩვენი კვირეული სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 40 საათით.
Wednesday, April 30, 2014
მეორე ქუჩის N6
ბედიანი - დაბა ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში. პირველად ჩასვლისას იფიქრებთ, რომ ღმერთსაც კი დავიწყებია იქაურობა. ბედიანში მდებარეობს უძველესი სამონასტრო კომპლექსი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ფსიქიატრიული საავადმყოფო და ბედიანის ბავშვთა სახლი. ეს უკანასკნელი გახდა ჩემი პირველი ვიზიტის მიზეზი თავის დროზე.
აქ სულ 200-მდე მოსახლე ცხოვრობს. ქუჩებს სახელები არ აქვთ. უფრო სწორად აქვთ. აქ არის პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა და მესამე ქუჩა.
გთავაზობთ ჩემი ბოლო სტუმრობისას გადაღებულ ფოტორეპორტაჟს:
აქ სულ 200-მდე მოსახლე ცხოვრობს. ქუჩებს სახელები არ აქვთ. უფრო სწორად აქვთ. აქ არის პირველი ქუჩა, მეორე ქუჩა და მესამე ქუჩა.
გთავაზობთ ჩემი ბოლო სტუმრობისას გადაღებულ ფოტორეპორტაჟს:
Tuesday, April 22, 2014
როგორ გადავიღე სურათი #6
Friday, April 18, 2014
le professionnel
წაიკითხეთ ამ მელოდიის ფონზე - le professionnel
არაფერი მაღიზიანებს ისე, როგორც სიტყვათა შეთანხმება "პროფესიონალი ფოტოგრაფი", განსაკუთრებით, თუ ის კითხვის ფორმითაა მოწოდებული - "პროფესიონალი ფოტოგრაფი ხარ?". არა, არის კიდევ ერთი ასეთი, რაც მგონი უფრო მეტად მძაგს - "პროფესიონალური ფოტოაპარატი".
Thursday, April 17, 2014
როგორ შევარჩიოთ მეორადი ფოტოაპარატი
მეორადი ფოტოაპარატის შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ამ სტატიაში მინდა მიმოვიხილო თითოეული მათგანი და გასწავლოთ, როგორ შეამოწმოთ ფოტოაპარატის მდგომარეობა.
Wednesday, April 16, 2014
მტვერი სენსორზე
2012 წლის ნოემბერში ნიკონმა განაცხადა ახალი FullFrame მოდელის გამოშვების შესახებ. ეს ყველაზე იაფი სრული ზომის სენსორიანი კამერა იქნებოდა იმ დროისთვის ბაზარზე. ნიკონისტების აღტაცება მას შემდეგ შეწყდა, რაც გახმაურდა ამ მოდელის საწარმოო ნაკლი: 8,000 კადრის გადაღების შემდეგ აპარატის სენსორზე მნიშვნელოვანი რაოდენობის მტვერი და ცხიმის ლაქები ჩნდებოდა. პრობლემა იმდენად მასშტაბური იყო, რომ ნიკონს მოუხდა ამ მოდელის ჩანაცვლება ახალი D610 მოდელით. თუმცა რეპუტაციას დღემდე ვერაფერი მოუხერხა.

მტვერი სენსორზე DSLR ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავის ტკივილია. მტვერი რამდენიმე გზით შეიძლება მოხვდეს ფოტოაპარატში.
- ქარხნიდან გამოსვლამდე საწარმოო მტვერი ხშირად სწორედ სენსორზე ჯდება და იქ ცხოვრობს მთელი დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები მაქსიმალურად აკონტროლებენ წარმოების პროცესს, ეს მაინც ხდება. ამაში მე თავად მაშინ დავრწმუნდი, როცა სულ ახალი Nikon D5200-ის სენსორი შევამოწმე. ნახეთ შედეგები ქვემოთ:
![]() |
| ახალი Nikon D5200-ის სენსორი |
- თუკი ლინზას სახლის გარეთ, ან ისეთ ადგილას შეცვლით, სადაც მტვრისგან დაცული არ ხართ, დიდი ალბათობით მტვრის ნაწილაკები თქვენი აპარატის სარკეზე ან სენსორზე აღმოჩნდება. ქვემოთ მოცემული სურათი არის ჩემი ახლადჩამოსული ანტიკვარული Nikon D100-ის სენსორი. შავი წერტილები და ლაქები მტვერი და ცხიმია.
არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენს სენსორზეც აღმოაჩენთ მტვერს. ეს ტრაგედია არ არის, რადგან გადაღებულ სურათებს ის იშვიათად ეტყობა. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია დღისით მოწმენდილი ცის გადაღება, სადაც აუცილებლად გამოჩნდება მტვრის ნაწილაკები, თუ სენსორი დაბინძურებულია.
როგორ შევამოწმოთ ფოტოაპარატის სენსორი სუფთაა თუ არა:
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფთა თაბახის ფურცელი; ნორმალურად განათებული გარემო და რომელიმე ფოტო-რედაქტორი (lightroom, photoshop ან სხვა) კომპიუტერში.
- ფოტოაპარატი გადაიყვანეთ Manual ექსპოზიციის რეჟიმზე
- სურათის ხარისხი დააყენეთ RAW-ზე
- ISO შეამცირეთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე
- გათიშეთ auto ISO ფუნქცია
- გათიშეთ ავტოფოკუსი
- ფოკუსი გაასწორეთ უსასრულობაზე
- დახურეთ დიაფრაგმა ბოლომდე, სადამდეც შესაძლებელია
- დაყოვნება შეამცირეთ დაახლოებით 1 წამის ფარგლებში. ექსპოზიცია 0-თან ახლოს უნდა იყოს
- გადაუღეთ სურათი თანაბრად განათებულ სუფთა თაბახის ფურცელს.
ამის შემდეგ შეამოწმეთ ჰისტოგრამა ფოტოაპარატშივე. თუ ჰისტოგრამა მთლიანად უკიდურეს მარჯვება კუთხეშია, მაშინ გადაიღეთ ახალი სურათი ოდნავ უფრო სწრაფი დაყოვნებით, სანამ არ მიიღებთ დაახლოებით ასეთ ჰისტოგრამას:
| ჰისტოგრამა |
ამის შემდეგ გადაიტანეთ სურათი კომპიუტერში.
ფოტო რედაქტორის საშუალებით შეამცირეთ Highlight-ები, შეამცირეთ ექსპოზიცია. სცადეთ სხვა პარამეტრების ცვლილებაც და შემდეგ ახლოდან დააკვირდით სურათს. თუ ხედავთ ლაქებს ან შავ წერტილებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სენსორი გასაწმენდია. არ აღელვდეთ, ნერვები არ აგეშალოთ, ეს ჩვეულებრივი რამ არის ფოტოგრაფიაში. სენსორები ისვრება, თუმცა 1) მათი გაწმენდა შესაძლებელია და 2) ლაქები საბედნიეროდ სურათების უმეტესობას არ ეტყობა.
ჩემი რეკომენდაცია იქნება, არ სცადოთ სენსორის თქვენით გაწმენდა, შეიძლება ის მთლიანად დააზიანოთ. თბილისში მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ვანდობდი ჩემს ფოტოაპარატს გასაწმენდად. ამიტომ საგულდაგულოდ ვუფრთხილდები და ვცდილობ დავიცვა მტვრისგან. ყველაზე კარგი გზა მაინც პრევენციაა და თუ აქამდე არ უფრთხილდებოდით თქვენს აპარატს, ამიერიდან იცოდეთ, თქვენთვის უხილავი მტვერი ფოტოაპარატისთვის დიდი საფრთხის წყაროა.
თუ არ დაგეზარებათ, შეამოწმეთ თქვენი ფოტოაპარატის სენსორი და დატოვეთ კომენტარი, რამდენად სუფთა ან დაბინძურებული ის :)
Thursday, April 3, 2014
ლაშქრობაში წასაღები ნივთები
მინდა, ისევ განმარტებით დავიწყო, თუ რას ვგულისხმობ ლაშქრობაში და რით განსხვავდება ეს სხვა ტიპის ქალაქგარეთ/ქალაქშიგნით გასვლებისგან (ექსკურსია, პიკნიკი და ა.შ.):
Subscribe to:
Posts (Atom)








