ბავშვობაშივე მივხვდი, რომ ბუნებასთან სიახლოვე მიყვარდა. მთაში „ხეტიალი“ მეგობრებთან ერთად და იმ ადგილების ხილვა, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია ნახო, თუკი „იხეტიალებ“. შეიგრძნო ის, რისი შეგრძნებაც არც თუ ისე ბევრს შეუძლია...))) ამ მხრივ ბედნიერი ვიყავი ყოველთვის, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხის - რაჭის „შვილი“ ვარ. ალბათ ჩემმა ადგილმდებარეობამ განაპირობა, რომ ბუნება ბავშვობიდანვე მიყვარდა. ჰოდამ, დავხეტიალობდი სკოლის პერიოდში რაჭის მთებში და მათი სილამაზით ვტკბებოდი.
Monday, October 20, 2014
ლაშქრობა: აბასთუმანი-ზეკარი
ოფიციალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ბილიკია. N5 სალაშქრო ბილიკი იწყება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოსთან და ჩრდილოეთით ზეკარის უღელტეხილისკენ მიდის. შემდეგ რუკა გვეუბნება, რომ ბილიკი ჯერ დასავლეთით, შემდეგ კი სამხრეთით მიდის და ისევ აბასთუმანში ბრუნდება. ბოლო ინფორმაციით სრული წრის გავლა შეუძლებელია და მოლაშქრეებს არ უშვებენ, რადგან გარკვეული მონაკვეთები დაზიანებულია. ამიტომ ორი ვარიანტია: ზეკარის უღელტეხილიდან ან იმერეთისკენ აიღოთ გეზი და სამანქანო გზას გაუყვეთ საირმემდე, ანდა უკან დაბრუნდეთ იმავე ბილიკით, ან სამანქანო გზით. სხვათაშორის, აბასთუმანსა და საირმეს შორის არის გრუნტის გზა და ძალიან პოპულარულია ჯიპ ტურებისთვის.
Sunday, October 19, 2014
პირისპირ D750 და D610
მადლობა სანდროს!
დღეს პირველად მქონდა შანსი, რომ ეს ორი კამერა გვერდიგვერდ მენახა და შემედარებინა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო სანდროს! ამ პოსტში მოკლედ მოგიყვებით ჩემს შთაბეჭდილებებს და მათ შორის განსხვავებებს. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კამერების ტექნიკური ნაწილის განხილვა, რადგან ინტერნეტში უკვე ისედაც მრავლად არის ხარისხიანი შედარებები.
Saturday, October 11, 2014
Nikon D750 - გასათვალისწინებელი გარემოებები
ახალი ფოტოაპარატი ნამვილად კარგი რამ არის. ახალი ტექნოლოგიები, ახალი შესაძლებლობები, ახალი ფუნქციები - ყველაფერი ძალიან საინტერესოდ ჟღერს. მაგრამ, ახალი მოდელის ყიდვას თავისი კუდებიც აქვს. 2 კვირაა, რაც D750 შევიძინე და ბევრი გარემოება აღმოჩნდა, რაც წინასწარ შეიძლება არც მქონდა ნაფიქრი. რამდენიმე მათგანს ამ პოსტში მოგიყვებით და, იმედია, ოდესმე თქვენ გამოგადგებათ.
Sunday, September 28, 2014
ფრთხილად წინასწარი შეკვეთისას | Caution: Pre-order!
ოდესღაც მარკეტინგში, ან მასთან დაკავშირებულ საგანში ვისწავლე და არ მეგონა ოდესმე თუ გამოვიყენებდი ამ ტერმინს - early adopter. აი, ეგ ვარ ახლა მე. პროდუქტი ჯერ გამოსული არ იყო, მე რომ წინასწარი შეკვეთა, ანუ ფრეორდერი განვათავსე ჩემს საყვარელ B&H-ზე. არანაირი გამოცდილება იქამდე არ მქონია, უბრალოდ საჭიროება და ჩემი დაუოკებელი სურვილი მოითხოვდა, რაც შეიძლებოდა მალე მეყიდა ახალი კამერა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა...
Saturday, September 27, 2014
Nikon #D750 პირველი შთაბეჭდილებები
სულ რამდენიმე საათია მივიღე ახალი Nikon D750 და ამ მოკლე პოსტით მინდა უცებ გაგიზიაროთ პირველი შთაბეჭდილებები. ვრცლად იმაზე, თუ რა განსჯის პროცესი გავიარე აქამდე, ცალკე პოსტად მინდა დავწერო.
Saturday, September 20, 2014
ისთანბულ ჰავა(არცისე)იოლარი
ახლო წარსულში რამდენჯერმე მომიწია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში საათობით ყურყუტი. ახლაც აქ ვარ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა მომავალი მოგზაურებისთვის აქაურობის ავან-ჩავანის გაცნობა. მით უმეტეს, რომ, უმეტესობა შემთხვევაში, თბილისი მსოფლიოს სტამბოლის გავლით უკავშირდება. ორი სიტყვით რომ აღვწერო იქაურობა (აქაურობა), ეს ორი სიტყვა იქნებოდა "ყველაფერი ძვირია". თუმცა ეს ყველა აეროპორტისთვის საერთო დამახასიათებელი ღირსებაა. ამიტომ ორ სიტყვას ამაზე არ დავხარჯავ და სხვა ღირსების წარმოსჩენას ვეცდები. "მყრალი ქაოსი" არის, ჩემი აზრით, აქაურობის საუკეთესო დახასიათება. დღის ნებისმიერ მონაკვეთში აქაურობა გუგუნებს. დეზერტირების ბაზარში გეგონება თავი. დროის მეტ-ნაკლებად კომფორტულად გასატარებლად აქ რამდენიმე რამის ცოდნა გჭირდებათ. ქვემოთ ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და რამდენიმე მინიშნება მოგცეთ, რაც თქვენს აქ ყოფნას ცოტა კომფორტს მაინც შემატებს.
Wednesday, September 10, 2014
თანა(მუქთად)მშრომლობა
თუ
- ხართ ფოტოგრაფი და გინდათ თქვენი ფოტოამბების, ან საკუთარი ფოტოგრაფიული ტექნიკის გაზიარება, ან თქვენი ფოტოაპარატის და სხვა აღჭურვილობის განხილვა;
- ხართ მოგზაური და გინდათ თქვენი თავგადასავალი მოუყვეთ სხვებს;
და
მზად ხართ ეს გააკეთოთ უსასყიდლოდ
Friday, September 5, 2014
განხილვა: Lowepro Fastpack 350 #review
ადრე თუ გვიან ყველა ფოტოგრაფის ცხოვრებაში დგება ზურგჩანთაში ინვესტირების დრო. როცა ფოტოაპარატის მხარზე გადასაკიდ ჩანთასთან ერთად გინდათ თან წაიღოთ ლეპტოპი, პირადი ნივთები, არჩევანი ორია: თან ატაროთ 2-3 ჩანთა, ან იყიდოთ ერთი, სადაც კომფორტულად და უსაფრთხოდ მოთავსდება ეს ყველაფერი. სამი წლის წინ მე პირველად გავიმეტე 100+ ლარი ამ კომფორტისთვის.
Thursday, September 4, 2014
მოგზაურობა შვეიცარიაში
როგორ წარმოგიდგენიათ მოგზაურობა შვეიცარიაში? ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ მაღალი მთები, ვრცელი ტბები, ლამაზი სახლები და დიდ ცურიანი ძროხები. თქვენ კი, ზურგჩანთა მოკიდებული დააბიჯებთ ხან პატარა და ლამაზ ქალაქებში, ხან კი ლაშქრობთ ალპებში. საღამოობით კი მიირთმევთ შვეიცარულ ყველს და ჭიქა ღვინოს ამატებთ ზემოდან. ჰო, მეც ასე წარმომედგინა, მაგრამ ამჯერად ჩემი მოგზაურობის მიზანი სემინარზე დასწრება იყო. არც ისე კარგად ჟღერს, მაგრამ ვეცადე მაქსიმუმი გამეკეთებინა ერთ კვირაში.
Subscribe to:
Posts (Atom)







